გივი მიქანაძე: რადიკალური ოპოზიციის ქმედება არაა ბოიკოტი, ეს პირდაპირი გაგებით საბოტაჟია

Read Time:45 Second

ოპოზიციის ქმედება ეს არაა ბოიკოტი, ეს პირდაპირი გაგებით საბოტაჟია, – ამის შესახებ „დღის ქრონიკაში“ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.

„ორი კვირის წინ ევროპის საბჭოს ასამბლეამ მიიღო მონიტორინგის ანგარიში, რომელშიც პირდაპირ, სიტყვასიტყვითაა ნახსენები, რომ საპარლამენტო ოპოზციის მიერ საკუთარ მანდატებზე უარის თქმა. შეიძლება გაიგივდეს დემოკრატიისთვის ძირის გამომთხრელ აქტად“, – აღნიშნა მიქანაძემ.

ამასთან, მისი თქმით, სწორედ ეს ფრაზაა ჩაწერილი ამ მნიშვნელოვან დოკუმენტში, რომლის ნაწილიც საქართველოში ჩატარებულ საპარლამენტო არჩევნებს ეხება. „ამ დოკუმენტით შეფასდა ოპოზიციის საბოტაჟური მოქმედება, რის მომსწრენიც რამდენიმე თვის განმავლობაში ვართ“, – განაცხადა მიქანაძემ.

მიქანაძე აცხადებს, რომ არაერთი მცდელობა იყო, რომ რადიკალურ ოპოზიციას, პარლამენტის ლეგიტიმურობა კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა. „მათ ეს ვერ გამოუვიდათ, რადგან კონსტიტუცია და კანონმდებლობა პირდაპირ მიუთითებს, რომ 76 დეპუტატის არსებობის შემთხვევაში პარლამენტი არის ლეგიტიმური და ყველა არჩეული წევრის უფლებამოსილების ცნობა ხდება. 2020 წლის 11 დეკემბერს საქართველოს პარლამენტში 90 დეპუტატმა ვცანით 150 დეპუტატის უფლებამოსილება. მათ შორის ნიკა მელიასი, რომელიც პარლამენტის წევრის უფლებამოსილებით სარგებლობს, მიუხედავად იმისა, რომ ის საბოტაჟის მდგომარეობაში იმმყოფება“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიგი უგულავა: არ არსებობენ პარტიის ლიდერები უპირობოდ და უვადოდ
Next post გიგა ბოკერია: ლიდერების პასუხისმგებლობა ისიცაა, რომ ეს პარტია იყოს კონკურენტუნარიანი