ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შედეგის მიბმა ვადამდელი არჩევნების საკითხზე და 43%-იანი ბარიერის დაწესება მმართველი პარტიისთვის, პირდაპირ გეტყვით არაკონსტიტუციურია. ჩვენ 19 აპრილის შეთანხმებას ხელი მოვაწერეთ იმისთვის, რომ დასრულებულიყო ქვეყნის ნჯღრევა და დაზიანება. ერთად აგვეღო პასუხისმგებლობა ყველას და არა მხოლოდ „ქართულ ოცნებას“, – ამის შესახებ „ქრონიკაში“ პარტია „ქართული ოცნების“ წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
„ჩვენმა ოპონენტებმა შემდეგ მოინდომეს, რომ ყველაფერზე პასუხისმგებელი ყოფილიყო „ქართული ოცნება“ და თავად არ აეღოთ პასუხისმგებლობა. ახლა მართლაც ღიმილისმომგვრელია არარაობა დოკუმენტზე ხელის მოწერა, რომელსაც აღარანაირი იურიდიული ძალა აღარ აქვს. ჩვენ გადავდგით ყველა ნაბიჯი, რომელიც ქვეყანას არ დააზიანებდა და ჩვენი საზოგადოების შემდგომ განვითარებას ხელს შეუწყობდა. ოპონენტების მხრიდან მივიღეთ დესტრუქცია. როდესაც საარჩევნო კანონმდებლობის მნიშვნელოვანი პაკეტი მივიღეთ „ლელო“ მესამე მოსმენიდან ჩაეხსნა და ამით დააფიქსირა ერთგულება „ნაციონალური მოძრაობის“ მიმართ. არაერთი მაგალითი შემიძლია მოგიყვანოთ, როგორ დაარღვიეს ხელმომწერმა მხარეებმა ხელშეკრულების პირობები“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.