გივი მიქანაძე: ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია, არ აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან

Read Time:39 Second

„მოგეხსენებათ, რომ არჩევნებამდე 3 კვირაზე ოდნავ მეტი დრო რჩება და ოპოზიციური პარტიები, განსაკუთრებით კი რადიკალური ოპოზიცია არ აწარმოებს აქტიურ წინასაარჩევნო კამპანიას, რაც ამყარებს იმის განცდას, რომ ისინი არა 2 ოქტომბრისთვის, არჩევნებისთის, არამედ 3 ოქტომბრის დესტრუქციისთვის ემზადებიან“, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა გივი მიქანაძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე, მმართველი პარტიის განცხადების წარდგენისას განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციას სხვადასხვა მექანიზმი აქვს ჩართული და მრავალი მიმართულებით აწარმოებენ აქტიურ პროვოკაციულ საქმიანობას.

„ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ხელისუფლება, მიზანშეწონილად მივიჩნევთ, რომ საზოგადოება დეტალურად იყოს ინფორმირებული რადიკალური ოპოზიციის ქვეყნისთვის დამაზიანებელი საქმიანობისა და გეგმების შესახებ, რომლითაც მათ სურთ შეამზადონ სიტუაცია და შექმნან ფონი ვითომდა 2 ოქტომბრის არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩატარებული არჩევნებიდან მიღებული გამოცდილება ნათელს ხდის, რომ არჩევნების ნეიტრალურ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად, აკვირდებიან ისეთი არასამთავრობო ორგანიზაციებიც, რომლებიც პირდაპირ აფილირებული არიან სხვადასხვა პოლიტიკურ სუბიექტთან“, – აღნიშნა გივი მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მამუკა წოწერია საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფლების მოსახლეობას შეხვდა
Next post „ქართული ოცნება“: არჩევნებზე რეგისტრირებული ადგილობრივი ორგანიზაციებიდან 12 „ნაციონალურ მოძრაობასთანაა“ კავშირში, 3 – „ევროპულ საქართველოსთან“