გივი მიქანაძე: მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლებაა – დღესდღეობით შანსები, რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, უფრო გაზრდილია

Read Time:48 Second

კანდიდატის სტატუსის მიღებიდან არცერთი დღე მმართველ გუნდს არ ჩაუგდია და მიმდინარეობს სხვადასხვა რეფორმა იმისთვის, რომ 9-პუნქტიანი გეგმის შესრულება უზრუნველყოფილი იყოს, – ამის შესახებ განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გივი მიქანაძემ გადაცემა „დღის ქრონიკაში“ განაცხადა.

მისი თქმით, დღესდღეობით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახნის შანსები უფრო მაღალია.

„მთელმა მსოფლიომ დაინახა ის, რომ საქართველოს ხელისუფლება პირველ რიგში ეროვნული ხელისუფლებაა, რომელიც უპირველეს ყოვლისა პრიორიტეტში აყენებს საკუთარი ქვეყნისა და ხალხის ინტერესებს. შესაბამისად, ის ერთიანობა და სიმტკიცე, რომელიც ხელისუფლებამ გამოავლინა მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით, იყო გარკვეულწილად გადამწყვეტი კომპონენტი, იმ რეფორმებთან ერთად, რომელიც მიმდინარე პროცესია. შეხვედრები, რომელსაც ვაწარმოებთ პარტნიორებთან, გვაძლევს იმის ხედვას, რომ დღესდღეობით შანსები რომ მოლაპარაკებები გაიხსნას, უფრო გაზრდილია. საზოგადოებას კარგად ახსოვს, როდესაც კანდიდატის სტატუსი სრულიად უსამართლოდ არ მოგვანიჭეს, მაშინ ჩვენ ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა გავწიეთ და გამოვიჩინეთ პრინციპულობა სწორედ ამ ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე, რაც საბოლოო ჯამში იმ სასურველი შედეგით დასრულდა, როდესაც საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. მოლაპარაკებებიც გაიხსნება და საქართველო იქნება შემდგომი გაწევრიანების პროცესში ის ქვეყანა, რომელიც ყველაზე მომზადებული შეხვდება ამ პროცესს“, – აღნიშნა მიქანაძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გივი მიქანაძე: საზოგადოება არ მოტყუვდება და როგორც არ უნდა გადაჯგუფდეს კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, შედეგი იქნება ცალსახა – ისინი პირწმინდად დამარცხდებიან 26 ოქტომბრის არჩევნებში
Next post ევროკავშირმა ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციები ერთი წლით გაახანგრძლივა