არცერთ მათ (ოპოზიციის) კანდიდატს, ეს იქნება გაერთიანებული თუ ცალ-ცალკე წარმოდგენილი, გამარჯვების შანსიც კი არ აქვს, ისინი პირველივე ტურში დამარცხდებიან, – ამის შესახებ უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ თვითმმართველობის არჩევნებზე საუბრისას განაცხადა.
„ქართული ოცნების“ კანდიდატი ღირსეულად გაიმარჯვებს. ამის თქმის საფუძველს გვაძლევს საზოგადოებაზე ორიენტირებული ის საქმიანობა და რეფორმები, რომლებიც, კახი კალაძის ხელმძღვანელობით, ქალაქის მერიამ და საკრებულომ გასული 4 წლის განმავლობაში განახორციელეს“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.
გივი მიქანაძემ აღნიშნა, რომ თუ „ქართული ოცნების“ კანდიდატი კახა კალაძე იქნება, მას სრული მხარდაჭერა ექნება.
თვითმმართველობის არჩევნებამდე სამ თვეზე ოდნავ მეტი რჩება. საერთო კანდიდატზე კი, ოპოზიცია ამ დრომდე ვერ თანხმდება.