გივი მიქანაძე: ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ელემენტარული დემაგოგიაა

Read Time:29 Second

ბოკერიას მოწოდებები მთავრობის გადადგომის შესახებ და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ელემენტარული დემაგოგიაა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გივი მიქანაძემ განაცხადა, რომელიც გიგა ბოკერიას მოწოდებას გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ბოკერიას მოწოდებებმა კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ მისი რეალური მიზანი, არა კონკრეტული კანონის გაპროტესტება, არამედ ხელისუფლების დამხობაა.

„ჩვენი საზოგადოება ძალიან კარგად იცნობს ბოკერიას, მის საქმიანობას, რომელიც წინა ხელისუფლების ერთ-ერთი ლიდერი იყო. მისი მხრიდან სრულიად უსაფუძვლო მოთხოვნა იმის შესახებ, რომ მთავრობა გადადგეს და მსგავსი სხვა აბსურდული მოთხოვნები, ეს ელემენტარული დემაგოგიაა“, – განაცხადა მიქანაძემ.

„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა გიგა ბოკერიამ განაცხადა: „მნიშვნელოვანია, ფოკუსი მთლიანად იყოს მხოლოდ რეჟიმის შეცვლაზე – მხოლოდ ეს არის გამოსავალი ჩვენი ვითარებიდან“.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ევროკავშირის წარმომადგენლობა: მივესალმებით მმართველი პარტიის განცხადებას „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის შესახებ
Next post ნაჩო სანჩეს ამორი: „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილება პოზიტიური ნაბიჯია – დროა, პოლიტიკურმა ლიდერებმა ერთიანი ძალისხმევით შეასრულონ პრიორიტეტები, რაც მოიტანს კანდიდატის სტატუსს