გივი მაჭარაშვილმა Real American Freestyle-ში (RAF) მეორე შეხვედრა მოიგო – ქართველმა სპორტსმენმა თბილისში ამერიკელი ზაკ ელამი 7:3 დაამარცხა.
დაძაბულ შეხვედრაში მაჭარაშვილმა გადამწყვეტი უპირატესობა მესამე პერიოდის მიწურულს მოიპოვა, როცა ოთხქულიანი ილეთი შეასრულა.
2024 წლის პარიზის ოლიმპიადის ვერცხლისმედალოსნმა RAF-ში პირველად მიმდინარე წლის მარტში მოიგო, მაშინ მან ამერიკელთა ვარსკვლავს, სტივენ ბიუქენენს სძლია.
RAF-ში თავისი სადებიუტო შეხვედრა გამარჯვებით დაასრულა გენო პეტრიაშვილმა. დღეს ასევე იჭიდავებენ ვლადიმერ გამყრელიძე, ვლადიმერ ხინჩეგაშვილი და მერაბ დვალიშვილი.

