გივი მაჭარაშვილი-ოქრო, აკაკი ქემერტელიძე-ვერცხლი, რობერტ დინგაშვილი და ავთანდილ კენჭაძე-ბრინჯაო – 4 მედალი ევროპის ჩემპიონატიდან

Read Time:58 Second

ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა დღეს ხუთ წონით კატეგორიაში გათამაშებული მედლებიდან ოთხ წონით კატეგორიაში შეძლეს კვარცხლბეკზე ასვლა.

96 კგ წონით კატეგორიაში გივი მაჭარაშვილმა აზერბაიჯანელი მაგომედხან მაგომედოვი 7:1 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედლის მფლობელი გახდა.

70 კგ წონით კატეგორიაში აკაკი ქემერტელიძემ სომეხ არმან ანდრეასიანთან ფინალური შეხვედრა 3:7 წააგო და ვერცხლის მედლის მფობელი გახდა.

57 კგ წონით კატეგორიაში რობერტ დინგაშვილმა ფრანგ ილმან მუხტაროვს 11:0 მოუგო და ბრინჯაოს მედლის მფლობელი გახდა.

79 კგ წონით კატეგორიაში ავთანდილ კენჭაძემ ბერძენ გეორგიოს კუგიუმციდისს 6:4 მოუგო და ბრინჯაოს მედალს დაეუფლა.

65კგ წონით კატეგორიაში გიორგი ძებისაშვილი ანდრე კლარკთან 3:5 დამარცხდა

57 კგ
1. არსენ ჰარუთინიანი (სომხეთი)
2. მუჰამეტ კარავუსი (თურქეთი)
3. რობერტ დინგაშვილი (საქართველო)
3. ისლამ ბაზარგანოვი (აზერბაიჯანი)

65 კგ
1. ისლამ დუდაევი (ალბანეთი)
2. გაჯიმურად რაშიდოვი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ანდრე კლარკი (გერმანია)
3. ალი რაჰიმზადა (აზერბაიჯანი)
5. გიორგი ძებისაშვილი (საქართველო)

70კგ
1. არმან ანდრეასიანი (სომხეთი)
2. აკაკი ქემერტელიძე (საქართველო)
3. რამაზან რამაზანოვი (ბულგარეთი)
3. ისლამ მუსუკაევი (უნგრეთი)

79 კგ
1. ახმედ უსმანოვი (ნეიტრალური სტატუსი)
2. მაგომედხაბიბ კადიმაგომედოვი (ნეიტრალური სტატუსი)
3. ავთანდილ კენჭაძე (საქართველო)
3. ფრანკ ჩამიზო (იტალია)

97 კგ
1. გივი მაჭარაშვილი (საქართველო)
2. მაგომედხან მაგომედოვი (აზერბაიჯანი
3. ვლადისლავ ბაიცაევი (უნგრეთი)
3. იბრაჰიმ ჩიფჩი (თურქეთი)

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ბიძინა ივანიშვილი იუბილარია, მას 68 წელი შეუსრულდა
Next post ტრაგიკულად დასრულდა 38 წლის მამაკაცის სურვილი, ლომთან სელფი გადაეღო