გიგი უგულავა: შიმშილობის აქციას ვერ ვუერთდები ჯანმრთელობის პრობლემების გამო, მაგრამ დარწმუნებული ვარ, არ ამცდება

Read Time:40 Second

მისი თქმით, შიმშილობის მასობრივი აქცია გაგრძელდება მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე.

„საქართველოს მესამე პრეზიდენტს საფრთხე ემუქრება მუდმივად ციხეში, მას საერთოდ წაართვეს სამართლიანი სასამართლოს უფლება და ამიტომ პირველი კომპონენტი, როგორც გითხარით, არის მოლაპარაკებები, დიალოგი შეთანხმებისთვის და ამაში ჩვენ ვმონაწილეობთ; მეორე იქნება პერმანენტული პროტესტი, ვიდრე არ განთავისუფლდება მიხეილ სააკაშვილი პატიმრობიდან, იქნება შიმშილობის აქცია. ჩვენ არ გვაქვს იმის ილუზია, რომ ეს ყველაფერი დასრულდება ორ დღეში, სამ დღეში. ეს ყველაფერი შეიძლება გაგრძელდეს თვეები და უფრო მეტი ხანი. ამიტომ ყველა ადამიანი, ვინც იწყებს, ვიდრე მისი ჯანმრთელობა გაქაჩავს, იქნება ჩართული, შემდეგ სხვა ჩაენაცვლება და გაგრძელდება, ვიდრე არ დასრულდება ეს ყველაფერი მოჯადოებული წრის გარღვევით, ვიდრე მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება, ქვეყანაში პოლიტიკური დევნა დასრულდება. ეს არის მნიშვნელოვანი. ამ ეტაპზე, მე არ ვუერთდები და კონკრეტულად ჯანმრთელობის პრობლემები მაქვს, მოვიხადე კოვიდი ცოტა ხნის წინ და არის კიდევ სხვადასხვა პრობლემა, მაგრამ დარწმუნებული ვარ, შიმშილობა არ ამცდება“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია აბაშიძე: სააკაშვილის ოჯახის ჯიბეზე დამოკიდებულ მარიონეტებს ჰგონიათ, რომ რაიმე შედეგს მიაღწევენ? ნუთუ მის პარტიაში დარჩენილ პოლიტიკოსებს აქვთ მოლოდინი, რომ მიშას ლიდერობით რაიმე შედეგს მიაღწევენ?
Next post ვახტანგ მეგრელიშვილი: რატომ არის საჭირო სიცივეში, უზარმაზარი ოფისის ეზოში​ მოშიმშილეების კარვებში მოთავსება, ოფისში, სითბოში რომ იშიმშილონ, თუ ოფისი უკვე სავსეა მოშიმშილეებით