გიგი უგულავა პოლიციელებზე: რას მიკეთებთ აქ, პოლიცია არა, ის არის. ეს არის ოპრიჩნიკობა, მეტი არაფერი, პირადი გვარდია.

Read Time:39 Second

არანაირი მოფერება არ არის. ვინც რეჟიმს ემსახურება, არავითარი რეჟიმის მსხვერპლი, რეჟიმის მსახურები არიან ესენი. მკვლელობას აწერენ ხელს. ახლა იქ, ციხეში გადაიყვანეს და ადამიანს კრიმინალს აგინებინებენ. რას მიკეთებთ აქ, პოლიცია არა, ის არის. ეს არის ოპრიჩნიკობა, მეტი არაფერი, პირადი გვარდია. არავითარი ერთად, ვისთან ერთად უნდა გაიმარჯვო, ივანიშვილის მონებთან ერთად გამარჯვებას მე არ ვაპირებ“, – განაცხადა გიგი უგულავამ.

მისივე თქმით, მთელი ღამის განმავლობაში იქნება აქციების ბევრი ლოკაცია.

„დილიდან იქნება ის, რომ ვერ შევლენ და ვერ გამოვლენ. დააყენონ ასე. თუ გსიამოვნებთ, იდექით, მეგობრებო, იდექით. ხვალ რომ უბედურება მოხდება, სახლში რას ეტყვით თქვენს შვილებს, მერე ნახეთ. კარგია, ეს მასკის უკან სახის დამალვა. ვერ დამალავთ, ყველანი გამოჩნდებით. დამთავრებულია ამბავი, ასე არ მოხდება, მეგობრებო – ასეა, ის არის, კრედიტი მაქვს, სახლში მელოდებიან, ოჯახი მყავს… მოკლავთ იმ კაცს და სისხლი იქნება თქვენს ხელებზე, თითოეულის ხელებზე, რომ იცოდეთ“, – აღნიშნა გიგი უგულავამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იუსტიციის სამინისტრო – პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლების მიმართ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფისა და სამედიცინო ტექნიკის დაზიანების ფაქტზე გამოძიება დაიწყო
Next post ნიკა მელია: საპროტესტო მოძრაობა დაიწყო და არ დასრულდება, სანამ მიხეილ სააკაშვილი არ გათავისუფლდება