გიგი უგულავა – „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მესამე ვადას, „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული კოალიციის პირველ ვადას

Read Time:2 Minute, 2 Second

„ნაციონალური მოძრაობის“ მხარდაჭერა ნიშნავს მიხეილ სააკაშვილის მესამე ვადას, „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული კოალიციის პირველ ვადას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრი გიგი უგულავა სოციალურ ქსელში წერს.

გიგი უგულავა „ნაციონალურ მოძრაობას“ მიმართავს და აღნიშნავს, რომ მცდელობას ერთპარტიული მმართველობისკენ „ევროპული საქართველოსგან“ წინააღმდეგობა მოჰყვება.

„სრულიად უსაგნო და უსამართლო მგონია ენმ-დან ჩვენი კოლეგების აღშფოთება. დიახ, თქვენ გაქვთ უფლება დააყენოთ პრემიერობის კანდიდატად ვინც გნებავთ, მათ შორის სააკაშვილი. თქვენ გაქვთ უფლება ისაუბროთ, იოცნებოთ, „ერთპარტიულ გამარჯვებაზე“ (მ. სააკაშვილი). იმის უფლებაც გაქვთ, ამის გამო ჩაშალოთ ერთიან მაჟორიტარებზე კონსულტაციები, გაყოთ ოპოზიციის ხმები, მხოლოდ იმიტომ რომ მეორე ტურში ბევრი ხუთიანი გავიდეს და ამით პარლამენტში 76 „ნაციონალის“ მოხვედრაზე იოცნებოთ, რომ შემდეგ მიშა კოალიციის გარეშე აირჩიოთ პრემიერად. დიახ, გაქვთ უფლება თქვათ ენმ-ს გამარჯვება მიშა სააკაშვილის მესამე ვადას ნიშნავს. ეს თქვენი უფლებაა. ჩვენი, „ევროპულ საქართველოს“ და ასევე სხვა ოპოზიციის, უფლება და მოვალეობაა, რომ განგიმარტოთ – ივანიშვილის ერთპიროვნულ და ერთპარტიულ მმართველობას, არა ენმ-ს და სააკაშვილის ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, არამედ ევროპული კოალიცია ჩაანაცვლებს. ესაა მოსახლების 73% სურვილი. ესაა ისტორიული მომენტი, გზაგასაყარი, რომ არც ერთი მთავრობა აღარ იყოს ბატონი, არამედ-ხალხის მსახური, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიაშია“, – წერს უგულავა.

როგორც უგულავა აღნიშნავს, ნებისმიერ მცდელობას ერთპარტიული და ერთპიროვნული მმართველობისკენ,  „ევროპული საქართველოსგან“, მოჰყვება წინააღმდეგობა, ეს ყველას მკაფიოდ უნდა ესმოდეს, ვინც კი ამაზე ოცნებობს.

„ცხადია, ენმ-ს გარეშე კოალიცია ვერ შედგება, ისევე როგორც კოალიციურ პროპორციებს ამომრჩეველი გადაწყვეტს. ამიტომ დავადასტუროთ ერთმანეთის მიმართ პატივისცემა და მკაფიო განსხვავება ჩვენს პოზიციებს შორის. ენმ-ს მხარდაჭერა ნიშნავს მ.სააკაშვილის მესამე ვადას, „ევროპული საქართველოს“ მხარდაჭერა ნიშნავს ევროპული კოალიციის პირველ ვადას. ნიშნავს არსებით სიახლეს, 30-წლიანი მოჯადოებული წრის გარღვევას, სამთავრობო ბატონყმობის ერთხელ და სამუდამოდ გადაგდებას. მე მგონი საკმარისზე მეტი მიზეზია რატომ არ ვიღებთ თქვენს წინადადებას. მოდით, ნუ ვიქნებით კომიკურები, სასაცილოა არდაჭერილი დათვის გატყავება. ჯერ საქართველო, ჯერ გამარჯვება და შემდეგ კოალიციური მოლაპარაკებები ყოველგვარი წინაპირობების გარეშე. ნამდვილად არ ვისურვებდი, რომ ენმ არჩევნების მეორე დღეს საკუთარი შეცდომის მძევალი აღმოჩნდეს. მანამდე ვაჩვენოთ ამომრჩეველს მაგალითი, რომ შეგვიძლია შეთანხმება მართლმსაჯულების საკითხებზე, რომ ნაფიცი მსაჯულების სრულფასოვანი დამკვიდრება მოხდეს, გადასახადების შემცირებაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწების/ საძოვრების/ ქონების ხალხისთვის გადაცემის სწორ და სამართლიან ფორმებზე. ვიმსჯელოთ კოალიცია რას გააკეთებს პირველ ას დღეში. მოდით თქვენი წინადადებებით, ჩვენ ჩვენით, სხვებსაც თავისი ექნებათ. ასე დისკუსიით დგება ერთობა, კოალიცია, რაც მოიტანს წარმატებას, განვითარებას თავისუფლებას.

პ.ს. სრულიად გაუგონარია საკითხის ასე დაყენება-თქვენს მაჟორიტარებს ჩვენი ხმები არ უნდათ?! უნდათ მხარდაჭერა ივანიშვილის მანქურთების წინააღმდეგ, ისევე როგორც თქვენ გჭირდეგათ ჩვენი და დანარჩენი ოპოზიციის მხარდაჭერა. ამასთანავე, არცერთ მაჟორიტარულ შეთანხმებაში ეს [პრემიერობის] საკითხი არც კი დასმულა, არათუ განხილულა. ერთიანი მაჟორიტარები ივანიშვილზე გამარჯვებისთვისაა საჭირო რაც ჩვენი საერთო ამოცანაა. ამ თემას თავიდან აღარ გავხსნი. და უკვე შეთანხმებულ კანდიდატებს წარმატებას ვუსურვებ“, – წერს უგულავა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე – ქობულეთში კორონავირუსთან მიმართებაში საპანიკო არაფერია, პროცესი მალე ჩაქრება
Next post დავით ქევხიშვილი ლერი ხაბელოვს უპირისპირდება – ამ გადაწყვეტილებით მან კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა ოლიმპიური კომიტეტის სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საკითხი