გიგი უგულავა: თუ ფართომასშტაბიან ამნისტიას არ მივიღებთ, “ქართულ ოცნებაზე” დაიწყება მართლმსაჯულების აღსრულება

Read Time:47 Second

“ქართული ოცნების” პირობებში სამართლიანი სასამართლო ვერ იარაებებს. ჩვენ თუ გვინდა ყველაფერი შევცვალოთ, ამისთვის აუცილებელია ფართომასშტაბიანი ამნისტია. ამნისტია არის აქტი, რომელსაც იღებს პარლამენტი ეს უნდა მოიცავდეს 2000 წლიდან 2021 წლის ჩათვლით, შესაბამისად ნიშნავს რომ მოიცავს სამივე ეპოქას. ორ ეპოქას დასრულებულს, ერთს მიმდინარეს. ეს არის აუცილებელი იმისთვის რომ როდესაც ხელისუფლება ამ ქვეყანაში შეიცვლება, იმ ხელისუფლებას არ ჰქონდეს. ცდუნება, კლანი რომელიც მიუცუცქდება სასამართლოსი, აუცილებლად და მას ეტყვის, მოდი ახლა მე შენ მოგემსახურები, როგორც 2004 წელს ჩვენთან მოვიდა ბატონი ტურავა, რომელსაც უარი ეთქვა, ამის მერე გახდა ის ხმალამოღებული მოსამართლე, სინამდვილეში ის მოვიდა თავისი სერვისის შემოსათავაზებლად.

ქართული ოცნება რომ სამარადჟამო ხელოსუფლება არ არის ხომ ყველა ვთანხმდებით, მერე დაიყწება მათზე მართლმსაჯულების აღსრულება. ეს იქნება ზუსტად იგივე მურუსიძის ხელით. და ჩვენ შევალთ იგივე სპირალში.

ეს რომ ავიცილოთ თავიდან, ამისათვის აუცილებელია ფართომასშტაბიანი ამნისტიის აქტი, რომელიც ეხება ყველას და ეს მოგვცემს შესაძლებლობას არა შერიგების,არა მონანიების, არ არსებობს თავში რტყმევით “მოინანიე მოინანიეს” ძახებით მონანიება. არამედ მხოლოდ თანაარსებობა, ჩვენ უნდა ერთმანეთს არსებობა დავუშვათ”, – განაცხადა გიგი უგულავამ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 0.5 პროცენტული პუნქტით, 10.5 პროცენტამდე გაზარდა
Next post 2022 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პროგრამები გამოქვეყნდა