გიგა ბოკერია ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს განცხადებას დაგვიანებულს უწოდებს

Read Time:40 Second

„ევროპული საქართველოს“ წევრი გიგა ბოკერია უსაფრთხოების ეროვნული საბჭოს განცახდებას სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტთან დაკავშირებით, დაგვიანებულს უწოდებს.

ამასთან, როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ამ კონფლიქტში საქართველო მხარედ არ უნდა გამოჩნდეს.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ საქართველოს ხელისუფლებას არც რეგიონში და არც მსოფლიოში არ აქვს ის ავტორიტეტი, რომ მათ სიტყვას ფასი ჰქონდეს. ასეთი დაძაბულობის დროს, ეს არის საქართველოს პრობლემა, რაც არ უნდა თქვან. უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა დაგვიანებულია და ყველამ იცის, რომ ეს ორგანო აღარ არსებობს. ამიტომ, რას იტყვიან, ამას დატვირთვა არ აქვს. სწორედ ეს არის პრობლემა, ისე ეს განცხადება დაგვიანებულია. ჩვენს მეზობლებს შორის ამ კონფლიქტში საქართველო არ უნდა გამოჩნდეს მხარედ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი პოზიცია მყარია აზერბაიჯანის ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერის თვალსაზრისით. ეს ხელისუფლება ვერანაირ როლს ვერ შეასრულებს, რადგან იმისთვის, რომ რაიმე როლი შეასრულო, რეპუტაცია უნდა გქონდეს. საქართველოს ხელისუფლებას, ბიძინა ივანიშვილს გუნდს კი, რეპუტაცია დაკარგული აქვს“, – განაცხადა გიგა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გრიგოლ ლილუაშვილი სოციალურ მედიაში გავრცელებულ დეზინფორმაციას გამოეხმაურა
Next post სალომე ზურაბიშვილი: ჩვენ მზად ვართ, თბილისი იყოს ადგილი, სადაც შესაძლებელი იქნება, ნებისმიერი მოლაპარაკების გამართვა