გიგა ბოკერია – „ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია მოქალაქეებთან მათი ნდობის მოპოვებისა და მოტივირებისთვის

Read Time:47 Second

„ევროპული საქართველო” აპირებს, დაიწყოს კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან მათთვის მოტივაციის შესაქმნელად, როგორც ვადამდელი, ისე თვითმმართველობის არჩევნებისთვის მომზადებას, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

„ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სწრაფად დავიწყოთ პოლიტიკური კამპანია ჩვენს მოქალაქეებთან ინტერაქციის და მათი ნდობის მოპოვებისთვის. მათი მოტივირებისთვის, რომ ამ ბრძოლაში გამარჯვება აუცილებელი და შესაძლებელია, მათ შორის თვითმმართველობის არჩევნების გამოყენებით“, – განაცხადა ბოკერიამ.

მისივე თქმით, მნიშვნელოვანია, ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით.

„რაც შეეხება სხვა პოლიტიკურ ძალებთან კოორდინაციას, აქ ჩვენი პოზიცია დიდი ხანია, ცნობილია – მნიშვნელოვანია, რომ ახლა მოხერხდეს გონივრული კომპრომისები საკვანძო საკითხებზე თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით, როგორც მაჟორიტარებთან, ისეთ მერობის კანდიდატებთან დაკავშირებით ისეთ საკვანძო ადგილებში, დედაქალაქსა და რეგიონებში, სადაც არის პირველივე ტურში გამარჯვების შანსი. ჩვენი ამოცანაა ყველა შანსის გამოყენება, რათა ეს ხელისუფლება დამარცხდეს. სამწუხაროდ, შეთანხმებაზე მიღებულმა გადაწყვეტილებამ ჩვენი ოპოზიციური პარტნიორების ნაწილის მხრიდან ოპოზიციაში დანერგა უიმედობა და იმედგაცრუება, მაგრამ ეს უნდა ამოვქაჩოთ, სხვა გზა არ გვაქვს. ამ ხელისუფლების ჩამოცილების გარეშე ეკონომიკური, უსაფრთხოების, ჯანდაცვის და რაც მთავარია, მორალური კრიზისიდან ამოსვლის შანსი არ არსებობს“, – განაცხადა ბოკერიამ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ამირან გამყრელიძე: მომავალი თვიდან დღიურად ვაქცინირებული ადამიანების რიცხვი უნდა გაორმაგდეს
Next post 2024 წელს ვიქნებით მზად, შევიტანოთ განაცხადი ევროკავშირის სრულ წევრობაზე, ეს დღე ძალიან ახლოს არის