გია ხუხაშვილი: არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვთ

Read Time:48 Second

არც „ქართულ ოცნებას“ და არც „ნაცმოძრაობას“ ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვთ. მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება – ამის შესახებ პოლიტოლოგი, გია ხუხაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„პოლიტიკური რეალობა ასეთია:
ამომრჩევლის უმრავლესობა ბუნებრივია ითხოვს მომავლის არჩევანს და რადგან ქართული ოცნება სტაბილურად  ასოცირდება მანკიერ აწმყოსთან, ხოლო ნაც.მოძრაობა ასევე სტაბილურად  მანკიერ წარსულთან, არც ერთ ამ პოლიტიკურ ცენტრს ელექტორალური ზრდის პოტენციალი არა აქვს.
მათი ერთადერთი შანსია ორპოლუსიანობის შენარჩუნება და ამომრჩევლის ნეგატიურ, წარსულსა და აწმყოს შორის არჩევანის პირისპირ იძულებით ჩატოვება.
ელექტორალური, მათ შორის  ნახტომისებური ზრდის შესაძლებლობა აქვს მხოლოდ ისეთ პოლიტიკურ ცენტრს, რომელიც თანაბრად იქნება დაშორებული ორივე პოლუსისგან, შეიმუშავებს პოზიტიურ, მომავალზე ორიენტირებულ დღის წესრიგს და შეძლებს გარკვეული ძალის დემონსტრირებას.
განაცხადი უნდა იყოს მკვეთრი და ყველასთვის გასაგები – წინასაარჩევნოდ პოლიტიკურად არც ერთ შემთხვევაში არ ითანამშრომლებენ არც წარსულთან(ნაცები) და არც აწმყოსთან(ქოცები).
იქნებიან თანმიმდევრული და ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საბოლოო პოლიტიკურ განაჩენს გამოუტანენ სისტემას, რომელზეც იდგა და დგას ქოციც და ნაციც, პირობითი  “კოლექტიურ მურუსიძის” სახით…“- წერს ხუხაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა ოპოზიციას: ვისურვებდი, არ იყოს ერთმანეთთან ხიდების დაწვის მცდელობა, რადგან ეს გამარჯვებაზე პირდაპირ უარის თქმა იქნება
Next post რატი ბრეგაძე: გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის განცხადებაში წერია, რომ საქართველო არის საერთაშორისოდ აღიარებული კარგი პრაქტიკის მქონე ქვეყანა მოქალაქეობის არმქონეობასთან გამკლავების კუთხით