გია ცაგარეიშვილი: ვინმეს თუ უნდა ქვეყნის წარსულში დაბრუნება, ეს არის სწორედ მერაბიშვილი

Read Time:29 Second

არსად, ლიბერალურ დემოკრატიაზე გამოცემულ სახელმძღვანელოში არ წერია, რომ მამაკაცი უნდა გააუპატიურო, მოკლა, მოაბა ბეტონის ფილა და ზღვაში გადააგდო. ეს არ არის ლიბერალიზმი. ეს არის კაცის კვლა. და აი ამის სიმბოლოა ივანე მერაბიშვილი, რომელიც სადღაც უკრაინიდან მერთვება პირდაპირ ეთერში და დემოკრატიულ წესწყობილებას მასწავლის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა გია ცაგარეიშვილმა „იმედის კვირაში“ განაცხადა.

„ამ ხელისუფლებას თავიდან ბოლომდე განსხვავებული დღის წესრიგი აქვს, ვიდრე „ნაციონალურ მოძრაობას“ ჰქონდა. ვინმეს თუ უნდა ქვეყნის წარსულში დაბრუნება, ეს არის სწორედ მერაბიშვილი. ეს არიან ის კრიმინალები, ვინც წლების განმავლობაში თარეშობდნენ საქართველოში. ვფიქრობ, მერაბიშვილისა და სხვა ავაზაკების მობრუნება ქართულ პოლიტიკაში არის გამოცხადებული ომის ქრონიკა“, – ამბობს დეპუტატი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „იმედის კვირის“ ინფორმაციით, გიორგი ამილახვარი განათლებისა და მეცნიერების მინისტრი გახდება
Next post საქართველოს მორაგბეთა ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონია – „ბორჯღალოსნების“ მე-100 მოგება და მე-15 ტიტული