გია ცაგარეიშვილი გიგაურს: ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში?

Read Time:43 Second

„იმედის კვირა“ გია ცაგარეიშვილს „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ მიერ საქართველოს საქართველოში კორუფციის შესახებ სათავო ოფისისგან განსხვავებულ შეფასებაზე ესაუბრა. საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა „საერთაშორისო გამჭვირვალობის საქართველოს“ თავმჯდომარე ეკა გიგაურს მიმართა.

„ეტყობა ძალიან მოულოდნელი ამბავი იყო ამ ორგანიზაციისთვის. მომენტალურად დაიწყეს ამის გადაფუთვა და შემდეგ თავიანთი ვარიანტი შეასახეს საზოგადოებას, რომ თურმე კლეპტოკრატიული მმართველობაა ქვეყანაში. ქალბატონო ეკა, 2000-ლარიან გომურს და ბოსელს თქვენი ბელადი მიხეილ სააკაშვილი 8 მილიონად რომ ატენიდა ადამიანებს, მაშინ კლეპტოკრატია არ იყო ამ ქვეყანაში? და კეზერაშვილი 1 დღეში რომ თავდაცვის მინისტრობიდან გადადგა და მილიონერი გახდა ესეც კლეპტოკრატია არ იყო? რა იყო და რა არის კლეპტოკრატია?“ – ამბობს ცაგარეიშვილი.

წინა წელთან შედარებით ,საქართველოს შეფასება კორუფციის აღქმის ინდექსში გაუმჯობესდა. ქვეყანა მსოფლიოს 180 ქვეყანას შორის 45-ე ადგილიდან 41-ე ადგილზე გადაინაცვლა და ევროკავშირის 27 წევრი ქვეყნიდან 12 წევრს უსწრებს ან მისი თანაბარი შედეგი აქვს. თუმცა, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ ანგარიშში აღნიშნულია, რომ „ქვეყანაში მაღალი დონის კორუფცია „კლეპტოკრატიის“ სახეს იღებს”.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ათონელი ბერი ლევან ბერძენიშვილზე: ადამიანი თქვენს შვილებს ასწავლის, რომ ერეკლე მეფე იყო მოღალატე, ამით წამლავს და რყვნის მომავალ თაობას
Next post გიორგი ონიანი: ასე ქოცებს არ მოვუხსნივარ პოლიტსაბჭოდან 2012-ში