გია მურღულია: სანთელს მხოლოდ ტაძარში კი არა, ადამიანის გულშიც უნდა ანთებდე

Read Time:39 Second

პასუხისმგებლობა ის არის, რაც კაცის ზნეობრივ სახეს განსაზღვრავს და მას მდგრადობას უნარჩუნებს, – ამის შესახებ ფილოლოგიის დოქტორი, გია მურღულია სოციალურ ქსელში წერს.

„როდესაც ვფიქრობ, ადამიანად ყოფნისთვის რომელია ყველაზე მთავარი სიტყვა, პირველყოვლისა, “პასუხისმგებლობა” მახსენდება – რა აზრი ექნებოდა მის გარეშე სიყვარულს, ღირსებას, თანადგომას, გამარჯვებას?
პასუხისმგებლობა ის არის, რაც კაცის ზნეობრივ სახეს განსაზღვრავს და მას მდგრადობას უნარჩუნებს.
ღირებულებებზე ტყუილად ილაპარაკებს ადამიანი, ვისაც პასუხისმგებლობა არ აქვს.
მისი მფლობელი არა მხოლოდ საკუთარი თავისთვის, სხვისთვისაც ცხოვრობს – მას სრულად დაძლეული აქვს კაცთა მოდგმის წყევლა – ეგოიზმი.
წესიერმა ადამიანმა სიტყვის ფასი უნდა იცოდეს.
თუ პირობას დებ, უნდა შეასრულო კიდეც.
თუ ვინმეს შენი იმედი აქვს, არ უნდა გააწბილო.
სანთელს მხოლოდ ტაძარში კი არა, ადამიანის გულშიც უნდა ანთებდე.
სანდოობა კაცის სინათლეა.
ამ სინათლეს ღმერთიც ხედავს, სამყაროც და სხვა ადამიანიც.
ყოველი გათენებისას იფიქრე ამაზე და ღამე სულის მშვიდობის სიტყვებს გეტყვის”,- წერს გია მურღულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თინა ბოკუჩავა: ივანიშვილის პარტია ებრძვის და დევნის ქალებს
Next post სასიხარულო სიახლე მგზავრებისთვის, რომელიც 6 აპრილს ამოქმედდება