გია მურღულია: ნარკოტიკი ჯერ ღირსებას კლავს და შემდეგ ადამიანს – სახელმწიფოც, საზოგადოებაც და ოჯახიც უნდა გაერთიანდნენ ამ დამღუპველი სენის წინააღმდეგ

Read Time:49 Second

ნარკოტიკი ჯერ ღირსებას კლავს და შემდეგ ადამიანს – სახელმწიფოც, საზოგადოებაც და ოჯახიც უნდა გაერთიანდნენ ამ დამღუპველი სენის წინააღმდეგ,- ამის შესახებ ფილოლოგი, გია მურღულია  სოციალურ ქსელში წერს.

„ნარკოტიკი არის საქართველოს ერთ-ერთი პირველი მტერი – ის კლავს სიცოცხლის მოტივაციას, წარმატების წყურვილს, რაციონალურ აზრს, განვითარების ენერგიას, ერთობის სურვილს.
ქართველი საზოგადოება ვალდებულია, ამ საშინელი სენის (რომელსაც მავანი “კეთილისმყოფელები” ჩვენს დასასუსტებლად შესაძლოა იარაღადაც კი იყენებენ) წინააღმდეგ გამოვიდეს და საკადრისად მკაცრი პასუხი გასცეს ყველას, ვინც პირდაპირ თუ ირიბად არის დაკავშირებული მის გავრცელებასთან.
თუ მართალია, რომ ასეულობით ე.წ. “ბარიგა” უკვე დაჭერილია და ეს პროცესი კვლავ გრძელდება, წარმოიდგინეთ, რამდენად მასშტაბური გამხდარა ეს პრობლემა, რომელიც ჩვენს ქვეყანას საგანგაშოდ აზიანებს და ფიზიკურ თუ მორალურ სიკვდილს თესავს.
ნარკოტიკს უნდა ვუწოდოთ ის, რასაც იმსახურებს – მტერი!
ჩვენი საზოგადოების დაუძინებელი მტერია ისიც, ვინც მას ავრცელებს.
ყველა მიზანი მიუღწეველი დაურჩება საქართველოს, თუ ამ სასტიკ და ვერაგ მოწინააღმდეგეს ვერ მოერია.
სახელმწიფოც, საზოგადოებაც და ოჯახიც უნდა გაერთიანდნენ ამ დამღუპველი სენის წინააღმდეგ საბრძოლველად.
თუ ჩვენ საზოგადოება ვართ, ეს გამოწვევა უნდა მივიღოთ.
ნარკოტიკი ჯერ ღირსებას კლავს და შემდეგ ადამიანს“,- წერს გია მურღულია.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post „ამდენი წლის ვარ და დღემდე ვერ გავიგე, რა სურთ ქალებს…“ – ნიკუშა შენგელაია
Next post იაგო ხვიჩია: განცდა მაქვს, თითქოს ოპოზიციას არაკვალიფიციურობაში და უიდეობაში ფულს უხდიან