გია ვოლსკი – ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი აქვს, რომ უზნეო განცხადებები არ მიიღოს

Read Time:29 Second

ქართულ საზოგადოებას საკმაოდ ინტელექტუალური რესურსი და პრინციპულობა აქვს, რომ ისეთი პროვოკაციული, უზნეო განცხადებები არ მიიღოს და აღკვეთოს, რასაც ადგილი ჰქონდა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განუცხადა, რომელიც რელიგიური გრძნობების დაცვასთან დაკავშირებით საქართველოს საპატრიარქოს განცხადებას გამოეხმაურა.

ვოლსკის თქმით, საქმე ისეც არ არის, რომ პროვოკაციული განცხადებების აღსაკვეთად ვინმემ უკანონო ნაბიჯები უნდა გადადგას, რადგან საზოგადოების პროვოცირება ძალიან ადვილია.

„ამ პროვოკაციის ტალღის შეჩერება ისედაც საკმაოდ რთულ ვითარებაში შეიძლება ძნელი გახდეს“, – დასძინა ვოლსკიმ.

საქართველოს საპატრიარქომ გუშინ გაავრცელა განცხადება, სადაც მიმართავს მორწმუნეებს, ახალგაზრდებს, ინტელიგენციას, არასამთავრობო სექტორს, სახალხო დამცველს, ძალისხმევა მიმართონ იქითკენ, რომ სახელმწიფომ დროულად უზრუნველყოს რელიგიური გრძნობების სათანადოდ დაცვა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ეკა დარბაიძე- გენდერული კვოტირების მთავარ დანიშნულებას ქალთა პოლიტიკური წარმომადგენლობის ზრდა წარმოადგენს
Next post ქუმსიშვილი ბელარუსის პრემიერმინისტრის მოადგილეს ხვდება