გია ვოლსკი: საზოგადოებას გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა – საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება მიმდინარეობდა

Read Time:1 Minute, 21 Second

საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა – საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა და მიმდინარეობდა,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა გია ვოლსკიმ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, სახალხო დამცველის მიერ არჩევნების ჩატარების მიზანშეწონილობასთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები იმეორებს იმ პოსტულატს, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობას“ აქვს.

„საინტერესო განცხადებები მოვისმინეთ არჩევნების გადადებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი ოპონენტების რიგებიდან, თითქოსდა ჩვენ გვაწყობს გადადება, ჩვენ თვითონ ვერ ვამბობთ და ამის დავალება მივეცით გარე სპიკერებს, რაც აბსურდია. საზოგადოებას პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური განწყობები, ერთმანეთთან დაპირისპირება და ეს გლადიატორული პოლიტიკური ბრძოლები მოსწყინდა, დაიღალა, რადგან ყველამ კარგად იცის, რომ საერთოდ არ არსებობდა ვაქცინა, როცა პოლიტიკური ცხოვრება გრძელდებოდა და მიმდინარეობდა, თუნდაც, მოვიგონოთ აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნები და პოლიტიკური ცხოვრებისთვის ამას ხელი არ შეუშლია. ტრაგიკული და უმძიმესია მდგომარეობა მთელ მსოფლიოში, მაგრამ პოზიტიური ტენდენციები შეიმჩნევა და რაც მთავარია, საარჩევნო რეგულაციები გაცილებით უფრო მძლავრია კონტროლისთვის და მართვისთვის, ვიდრე ქაოტური სიტუაციის შექმნა და გაურკვევლობაში და საგანგებო ვითარებაში სიტუაციის გადაგდება, როცა ეკონომიკაც საკმაოდ მძიმე დარტყმებს იღებს ყოველდღიურად. ასე რომ, სახალხო დამცველის განცხადებებში იკითხება ერთი რამ, რომ თითქოს ის პოლიტიკა, ის სტრატეგია და პოსტულატი, რასაც „ნაცმოძრაობა“ ავითარებს, რომ ადამიანების სიცოცხლესა და ჯანმრთელობაზე არ ზრუნავენ ხელისუფლებაში, ეს არის გამეორებული. რეალურად ამის საფუძველი არ არსებობს. მე მაგონდება შეტევები მაშინ, როცა „ლოქდაუნი“ ცხადდებოდა, ექიმებზე შეტევები, სახელმწიფო სტრუქტურებზე. ხან ჩაკეტვაა კარგი, ხან ჩაკეტვა არის მტრული ნაბიჯი, როგორ კონიუნქტურაშია პოლიტიკური ინტერესი, იმ ინტერესით არის განცხადებები გაკეთებული. ახლახანს გამოქვეყნდა კიდეც ძველი ჩანაწერი, როგორ მოგვიწოდებენ ყველა ერთად, რომ გავხსნათ ქვეყანა, დღეს სხვა პოლიტიკური დაკვეთაა და ამ დაკვეთის შესრულებაზე არის ორიენტირებული გარკვეული პირების განცხადებები, მათ შორის, სახალხო დამცველისაც, თუმცა მე არ შემიძლია დაზუსტებით ვილაპარაკო, რომ ის გინდა თუ არა პოლიტიკურ შეკვეთას ასრულებს, შეიძლება მართლაც ასეთი აქვს პოზიცია და შეხედულება,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ზურაბ აბაშიძე კოსტავას I შესახვევისა და როდენის ქუჩის მოსახლეობის საჭიროებებს გაეცნო
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: ნინო ლომჯარიას ინიციატივა არის „ნაციონალების“ გეგმის ნაწილი, ჩვენ, ამ მარტივ პროვოკაციაზე არ წავყვებით, არჩევნები ჩატარდება და „ქართული ოცნება“ გაიმარჯვებს