გია ვოლსკი – სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ოჯახის წევრებიც არიან ჩართული

Read Time:46 Second

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკის განცხადებით, დიდი ოდენობით თანხები იხარჯება, რათა პიარკაპანიამ იმუშაოს მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენების კუთხით.

ვოლსკის თქმით, „სააკაშვილმა თვითდაზიანება რომ შეწყვიტოს, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც ოჯახის წევრებიც არიან ჩართული“.

„მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობა რომ წესრიგში იყოს, რასაკვირველია, იგი არ იქნებოდა საავადმყოფოში, მაგრამ როგორც თავისი ოჯახი, ისე თავისი გარემოცვა, პოლიტიკური მოკავშირეები იხდიან უშველებელ თანხას, რათა პიარკამპანიამ იმუშაოს სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის პოლიტიკური მიზნით გამოყენებისთვის. ანუ, სააკაშვილი კიარ განკურნონ, თუნდაც იმ ექიმების მოწვევით, რომელზეც სახელმწიფომ დასტური გასცა, ან იმ ექსპერტების მოწვევით,  კიარ მიმართავენ საექსპერტო ანალიზების აღებას ან მკურნალობას, თუნდაც კვებას, არამედ მიმართავენ უშველებელ ხარჯებს პიარკამპანიისთვის.

რასაკვირველია, სააკაშვილმა რომ შეწყვიტოს თვითდაზიანება, ეს სერიოზულ პოლიტიკურ დარტყმას მიაყენებს რევოლუციურ კომიტეტს, რომელშიც, სამწუხაროდ, ჩართული არიან ოჯახის წევრებიც. ეს რეალობა გვაქვს დღეს. საექიმო კორპუსი არაფერს არღვევს, ერთადერთი ფაქტი, რომელზეც შეიძლება, დღეს ვისაუბროთ, არის ის, რომ თვითდაზიანება იქცა პოლიტიკურ მიზნად და სტრატეგიის ერთ-ერთ ძირითად, შეიძლება ითქვას, მთავარ მიმართულებად“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post თამარ დავარაშვილი: რაც პაციენტი ჩვენს კლინიკაშია სულ ამბობენ, კრიტიკულად მძიმეაო, ჩემი გამოცდილებით, 8 თვე კრიტიკულად მძიმე პაციენტი არ მინახავს
Next post ტაშკენტის გრანდ სლემზე 11 ქართველი ძიუდოისტი იასპარეზებს