გია ვოლსკი – პრეზიდენტის განცხადების ტონი ცოტა ხისტია, მაგრამ ფაქტია, რომ ელჩობის რამდენიმე კანდიდატზე საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის თანხმობა არ მიუღია

Read Time:32 Second

საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის განცხადებით, პრეზიდენტის განცხადების ტონი ცოტა ხისტია, მაგრამ ფაქტია, რომ ელჩობის რამდენიმე კანდიდატია, ვისზეც საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეზიდენტის თანხმობა არ მიუღია.

როგორც ჟურნალისტებს ვოლსკიმ განუცხადა, კომპეტენციათა დავა დემოკრატიული სამყაროსთვის უჩვეულო არ არის.

„კონსტიტუციით გადანაწილებულია უფლებამოსილებები და თუ რომელიმე ნორმა არ სრულდება, მთავრობა იქნება, პრეზიდენტი თუ პარლამენტი, საშუალება უნდა ჰქონდეთ, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ. ნებისმიერ საკონსტიტუციო ორგანოს უნდა ჰქონდეს საშუალება, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართოს არა ვინმეს გამტყუნებისთვის, არამედ განმარტებისთვის, რას წარმოადგენს კონსტიტუციური მოთხოვნა ამა თუ იმ ორგანოს მიმართ. სკანდალს მოწყურებული მედია სივრცე ამ ვითარებას წარმოადგენს როგორც უბედურებას, მაგრამ დემოკრატიული სამყაროსთვის არაფერს ნიშნავს, რომ ორ სტრუქტურას კონკრეტულ თემაზე ან განმარტებაზე განსხვავებული აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ლატარია ჟორჟოლიანზე-კომპლექსიანი, უწიგნური და სისხლზე მოწყურებული ხედავთ რას წერს?
Next post ზურაბ ქადაგიძე: ეს „ნაცის“ ბუნებაა ადამიანის მკვლელობა, წამება და განადგურება