გია ვოლსკი – მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, სამწუხაროდ, მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები

Read Time:41 Second

მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტად იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც პარლამენტმა გასწია.

„მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საგანგებოდ მნიშვნელოვანი კანონები მიიღო, რომელიც ეხებოდა – შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს, ქალებს, ბავშვთა უფლებებს, მნიშვნელოვანი იყო „ტყის კოდექსი“, „მიწის კანონი”“ რაც მთავარია მიიღო, ახალი კონსტიტუცია, რომელიც არის უმაღლესი ევროპული დონის და „საარჩევნო კოდექსი“. ასევე, უამრავი სხვა კანონი და რეგულაცია, რომელიც ჩვენს ქვეყანას ყოველდღიურად გამოადგება. სამწუხაროდ, ამ საპარლამენტო მუშაობის დიდი ნაწილი დამალული იყო იმ ფონის უკან, რომელსაც ქმნიდა ხშირი შეჯახებები, დაპირისპირებები და საინფორმაციო ველზე გაცილებით უფრო მეტი იყო გამოტანილი სკანდალური თემები, ვიდრე რეალური და საკმაოდ სასარგებლო მუშაობა, რომელიც პარლამენტმა გასწია“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გოგი მეშველიანი: ჩვენ გვაქვს მკაფიო დავალება პარტიული ხელმძღვანელებისგან, რომ თავი ავარიდოთ ყველანაირ პროვოკაციას და არ შევიდეთ ფიზიკურ დაპირისპირებაში
Next post რესან კონცელიძე: ყველაფერს გავაკეთებ, იმისთვის რომ თითოეულმა მოქალაქემ იგრძნოს სოციალური კეთილდღეობა და ღირსეული ცხოვრების პირობები