გია ვოლსკი – მადლობა კახა კალაძეს, რომ გენგეგმასთან დაკავშირებით რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა

Read Time:42 Second

მადლობა ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა, – ამის შესახებ საპარლამენტი უმრავლესობის წევრმა, გია ვოლსკიმ დედაქალაქის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმასთან დაკავშირებული საკითხის კომენტირებისას განაცხადა.

„დოკუმენტში ხარვეზების გამოსწორება ადვილი არ იქნება. ამოსავალი წერტილი ისაა, რომ გენერალური გეგმის პროექტის ავტორების და კახას მიერ თბილისელებისათვის მიცემული პირობის პათოსი ემთხვევა ერთმანეთს – ჩვენ ჯანსაღ, ევროპული სტანდარტების ქალაქში უნდა ვიცხოვროთ. ორივე მხარეს მნიშვნელოვანი ძალისხმევა მართებს, რათა საერთო ხედვა შეთანხმებულ დოკუმენტში აისახოს. ჩანს, რომ მერია ამისათვის მზადაა. რაც შეეხება ოპონენტების ისტერიულ განცხადებებს, ისინი დღემდე სრულიად უსაფუძვლო და სკანდალზე ორიენტირებული იყო. მადლობა ვუთხრათ ქალაქის მერს, რომ შექმნილი ვითარების სრული გამჭვირვალობა უზრუნველყო და რაციონალური გადაწყვეტილების მიღების პირობები შექმნა”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

თბილისის მერი კახა კალაძე, მერიის წარმომადგენლებთან ერთად დღეს კომპანია „სითი ინსტიტუტის“ წარმომადგენლებს შეხვდა. როგორც შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე მერმა განაცხადა,  „სითი ინსტიტუტმა“ თბილისის მიწათსარგებლობის გენერალურ გეგმაზე მუშაობა პირველ ივნისამდე უნდა დაასრულოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ნინო ლომჯარია – სახალხო დამცველის ანგარიშში სიცოცხლის უფლების თავი გაჩნდა, რაც თემირლან მაჩალიკაშვილის საქმეს უკავშირდება
Next post გიორგი გიორგანაშვილისთვის ბრალის წარდგენა მიმდინარეობს