გია ვოლსკი – ვანო მერაბიშვილი ფაქტორი არ არის, ფაქტორი მისმა გათავისუფლებამ და ლუსტრაციამ შექმნა, რომელსაც გუშინ მთელი დღე ვადევნებდით თვალს

Read Time:39 Second

პიროვნულად ვანო მერაბიშვილი ფაქტორს არ წარმოადგენს, ფაქტორს ინდიკატორები წარმოადგენს, რომელიც თვალნათლივ გამოჩნდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა, რომელსაც ჟურნალისტებმა მერაბიშვილის პოლიტიკური პერსპექტივის შესახებ ჰკითხეს.

მისი თქმით, საზოგადოება გუშინ მთელი დღე ადევნებდა თვალს მერაბიშვილის გათავისუფლების პროცესს და ამან ბევრი რამის ლუსტრაცია მოახდინა.

„ვფიქრობ, ვანო მერაბიშვილი ფაქტორი არ არის, ფაქტორი მისმა გათავისუფლებამ და ლუსტრაციამ შექმნა, რომელსაც გუშინ მთელი დღე ვადევნებდით თვალს. ამ ადამიანებს მიაჩნიათ, რომ ჩვეულებრივი ხოცვა და დანაშაული, რომელსაც არავინ უარყოფს, რეალურად თავად ვანო მერაბიშვილიც არ უარყოფს, ჩვეულებრივი მოვლენა და მართვის სტილია, რომელიც მათ ახასიათებდათ და მომავალშიც უნდა ახასიათებდეთ. ვანო მერაბიშვილის გათავისუფლებამ ამაზე საზოგადოებას კიდევ მეტი ინფორმაცია მიაწოდა. თავად პიროვნულად მერაბიშვილი ფაქტორს არ წარმოადგენს. ფაქტორს ის ინდიკატორები წარმოადგენს, რომელიც ჩვენს თვალწინ, თვალნათლივ გამოჩნდა.პოლიტიკური პატიმარი უწოდეს ადამიანს, რომლის დანაშაული ყველანაირი კითხვის გარეშეა“, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საჩხერეში მოზარდმა მამა მოკლა
Next post ბიძინა ივანიშვილი ოჯახთან ერთად