გია ვოლსკი გახარიაზე: ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაცმოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა და ამ დროს გახარია გადადგა

Read Time:1 Minute, 0 Second

ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა და ამ დროს გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგომის გადაწყვეტილება მიიღო, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გიორგი ვოლსკიმ „იმედი LIVE“-ის ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც ადამიანი სჩადის ისეთ საქმეს, რაც არა მარტო პრემიერს არ ეკადრება, არამედ სახელმწიფოს აზიანებს, ასეთ დროს იმაზე საუბარი, ნებით გააკეთა თუ უნებლიეთ, ბავშვური ლაპარაკია.

„ყველაფერს თავისი სახელი დაერქვა, როდესაც „ნაციონალურმა მოძრაობამ“ სახელმწიფოს დაშლა გამოაცხადა, სამაჯურის სახეში სროლა (ნიკა მელიას მიერ ელექტრონული სამაჯურის გადაგდება) ერთ-ერთი გამოხატულება იყო და ამ დროს მან გადადგა ეს ნაბიჯი (გახარიას გადადგომა).

როდესაც ადამიანი სჩადის ისეთ საქმეს, რაც არა მარტო პრემიერს არ ეკადრება, არამედ სახელმწიფოს აზიანებს, იქ ნებით მოახდინა თუ უნებლიეთ, მართლა იფიქრა, რომ მოდი 2 დღეს დავაცდი, რომ რაც შეიძლება მეტი ალამუთის დამცველები შეიკრიბონ, რაც შეიძლება მეტი განცხადებები გააკეთოს სააკაშვილმა, იქნებ მოადგეს კიდეც საზღვარს, ეს არ უფიქრია იცით, იფიქრა, რომ 2 დღე კარგია – ეს ბავშვური ლაპარაკია“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.

რაც შეეხება მერის არჩევნებში გიორგი გახარიას მიერ თავისი კანდიდატურის დაყენებას, ვოლსკის აზრით, ესეც მის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ სასარგებლოდ მოქმედებაზე მუთითებს.

„მერის არჩევნებში თავის დაყენება მაშინ, როდესაც იცის, რომ არ უწერია გამარჯვება, ზუსტად იმას ნიშნავს, რაც ახლა ვილაპარაკე. რა გამოდის იცით, მელიას დანამატი გამოვიდა გახარია, შევსება, იქნებ რაღაც ხმები წამოიღოს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იოსებ ხახალეიშვილი:„ქუთაისი უნდა იყოს სინერგიული განათლების ცენტრი, ეკო ქალაქი, ჩვენი ქვეყნის კარიბჭე ევროპაში
Next post საქსტატი – 2021 წლის მეორე კვარტალში მშპ 29.9 პროცენტით გაიზარდა