გია ვოლსკი – არც უმრავლესობის არგუმენტები შეცვლილა, არც – ნინია კაკაბაძე, რომ ურთიერთობა ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ

Read Time:29 Second

პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი არ აკონკრეტებს, დაუჭერს თუ არა მხარს საპარლამენტო უმრავლესობა საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურას.

ჟურნალისტებთან საუბარში ვოლსკი საპარლამენტო უმრავლესობის გარეთ მყოფი დეპუტატების გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, არც უმრავლესობის განწყობა და არგუმენტები შეცვლილა და არც ნინია კაკაბაძე შეცვლილა დიდად, რომ ერთმანეთში ურთიერთობა რაღაც ახალ ეტაპზე გადავიყვანოთ”, – განაცხადა ვოლსკიმ.

ოპოზიციონერი დეპუტატის, ხათუნა გოგორიშვილის ინფორმაციით, უმრავლესობის გარეთ მყოფმა ცხრა დეპუტატმა სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის კანდიდატურა წარადგინა.

პარლამენტი კანდიდატების თაობაზე მომავალ კვირაში იმსჯელებს. რაც შეეხება ნინია კაკაბაძეს, მას უმრავლესობამ სამეურვეო საბჭოს წევრად მხარი წინა მოწვევის პარლამენტში არ დაუჭირა და მისი კანდიდატურა კენჭისყრაზე ჩააგდო.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post მერია და „სითი პარკი“ მომდევნო 1 თვის ღონისძიებებზე შეთანხმდნენ
Next post ფრაქცია “ქართული ოცნება – სოციალ-დემოკრატების” განცხადებას ავრცელებს