გია ვოლსკიმ ჩეხეთის რესპუბლიკის საელჩოში ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის გარდაცვალების გამო, გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა

Read Time:24 Second

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, გია ვოლსკიმ, ჩეხეთის საელჩოში, ჩეხეთის სენატის პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო, გახსნილ სამძიმრის წიგნში ჩანაწერი გააკეთა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

„პირადად ჩემი და საქართველოს პარლამენტის სახელით, ღრმა მწუხარებას გამოვხატავ გამორჩეული, ბრწყინვალე და თავდადებული ადამიანის, ჩეხეთის სენატის ყოფილი პრეზიდენტის, იაროსლავ კუბერას გარდაცვალების გამო. ჩეხეთის რესპუბლიკამ დაკარგა ქვეყნის მშვიდობასა და კეთილდღეობაზე მზრუნველი თავდადებული ლიდერი. ის საქართველოს კარგი მეგობარი და პარტნიორი იყო. ჩვენ გულწრფელად თანავუგრძნობთ და სამძიმარს ვუცხადებთ იაროსლავ კუბერას ოჯახსა და ახლობლებს“, -წერს გიორგი ვოლსკი სამძიმრის წიგნში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post რჩეულიშვილის ქუჩაზე გრუნტის დამჭერი კედელი ეწყობა
Next post სანდრო გირგვლიანის მკვლელობიდან 14 წელი გავიდა