გია აბაშიძე: ხან შერიგება, ხან ე.წ. შავი სიები, შავპლაშიანი ჩეკისტების დრო დიდი ხანია დავასრულეთ

Read Time:41 Second

ხან შერიგება, ხან ე.წ. შავი სიები, შავპლაშიანი ჩეკისტების დრო დიდი ხანია დავასრულეთ! “ნაცების” მიმდევრებო, აი, ძალიან ტეხავს, ძალიან, – წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

„მართლაც და შერყეულია ეს საცოდავი. ხან შერიგება, ხან ე.წ. შავი სიები. არ მგონია, რომ ტრაგიკომიკურ რომან გოცირიძესთან ე.წ. ეკონომიკურ გეგმაზე მოლაპარაკების შემდეგ დაებადა ეს ბოდვა. არა და შერიგებაზე, ეროვნულ თანხმობაზე იყო საუბარი. შავპლაშიანი ჩეკისტების დრო დიდი ხანია დავასრულეთ! “ნაცების” მიმდევრებო, აი, ძალიან ტეხავს, ძალიან!“, – აღნიშნავს გია აბაშიძე Facebook-ის გვერდზე.

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ე.წ. „შავი სიის“ იდეაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ამ სიაში უნდა ჩასვან ის მოსამართლეები, პროკურორები, თანამდებობის პირები, “ვინც გაძარცვა საქართველო და ვინც ამდენ უსამართლობას სჩადის“, ასევე მიმართვა უნდა გაკეთდეს დასავლეთის საელჩოების მიმართ, რომ არ გასცენ მათზე ვიზები და შემოიღონ პერსონალური სანქციები. „შევადგინოთ სპეციალური საიტი და დავწეროთ მათი საბრალდებო დასკვნა”, – წერს სააკაშვილი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ჭანტურია კაზინოების აკრძალვაზე: პირდაპირ მინდა ვუთხრა მშობლებს, თქვენს შვილებს მოუწევთ, სადმე ბნელ სადარბაზოში თამაში
Next post სად არის თქვენი აღშფოთება? – დავით ქართველიშვილი აშშ-ის საელჩოს სააკაშვილის ე.წ. „შავ სიაზე“