გია აბაშიძე: საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება და ორგანიზებულად გააგზავნოს მებრძოლები. და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ის „პუტინისტურია“, „ანტიდასავლური“ და „ანტიუკრაინულია“

Read Time:2 Minute, 36 Second

2012 წლიდან მოყოლებული “ნაციონალური მოძრაობა” ყველა არჩევნებს აგებს. მაქსიმალური რესურსების მობილიზებითაც ვერ დაამტკიცა, რომ სადმე გაყალბებას (რაც არ ყოფილა ვერ დაამტკიცებდა) ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა მწვავე თემების სპეკულირებით, მანიპულაციებით იმ მასობრივი პროტესტის მდგრადი ტალღა ვერაფრით ააგორა, რომლითაც ნანატრ სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ‘საბრძოლო’ ბარიკადებს შექმნიდა ქუჩაში და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარს გაიმეორებდა. ღალატის პარტია მაინც არ ნებდება, რადგან დიდძალი შავი ფულის მფლობელია და მანიაკალურად სურს თანამდებობის კვლავ ხელში ჩაგდება იმ ფონზე, როცა საზოგადოების უმრავლესობა არ და ვერასდროს იქნება მის მხარეზე – წერს ექსპერტი გია აბაშიძე.

როგორც აბაშიძემ აღნიშნა, 2022 წლის 24 თებერვალს, ოკუპანტმა რუსეთმა გაუგონარი სისხლისღვრა დაიწყო სუვერენულ უკრაინაში. როგორც საქართველოში მომხდარი გაცილებით მცირემასშტაბიანი ტრაგედიებიდან, ახლა სასოწარკვეთილი სააკაშვილის „ლუზერი“ ძალა გაუგონარი უტიფრობით ცდილობს პოლიტიკურად ხელი მოითბოს უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფიდან.

„დესტრუქციულთა პოლიტტექნოლოგიის მოკლე ანატომია:
2012 წლიდან მოყოლებული “ნაციონალური მოძრაობა” ყველა არჩევნებს აგებს. მაქსიმალური რესურსების მობილიზებითაც ვერ დაამტკიცა, რომ სადმე გაყალბებას (რაც არ ყოფილა ვერ დაამტკიცებდა) ჰქონდა ადგილი. სხვადასხვა მწვავე თემების სპეკულირებით, მანიპულაციებით იმ მასობრივი პროტესტის მდგრადი ტალღა ვერაფრით ააგორა, რომლითაც ნანატრ სამოქალაქო დაუმორჩილებლობასა და ‘საბრძოლო’ ბარიკადებს შექმნიდა ქუჩაში და 2003 წლის ვარდების რევოლუციის სცენარს გაიმეორებდა. ღალატის პარტია მაინც არ ნებდება, რადგან დიდძალი შავი ფულის მფლობელია და მანიაკალურად სურს თანამდებობის კვლავ ხელში ჩაგდება იმ ფონზე, როცა საზოგადოების უმრავლესობა არ და ვერასდროს იქნება მის მხარეზე.
2022 წლის 24 თებერვალს, ოკუპანტმა რუსეთმა გაუგონარი სისხლისღვრა დაიწყო სუვერენულ უკრაინაში. როგორც საქართველოში მომხდარი გაცილებით მცირემასშტაბიანი ტრაგედიებიდან, ახლა სასოწარკვეთილი სააკაშვილის ‘ლუზერი’ ძალა გაუგონარი უტიფრობით ცდილობს პოლიტიკურად ხელი მოითბოს უკრაინაში მიმდინარე ჰუმანიტარული კატასტროფიდან.
მიმდინარეობს “ნაცების” მორიგი ვერაგი და ბინძური კამპანია. მონაწილეები: სექტის სპიკერები, ჯიბის მედია, ფსევდო-NGO-ები და თვითაღიარებული სპეციალისტები; ჩალისფასიანი უცხოელი აქტორები და რაც მთავარია, კიევში სააკაშვილის პოლიტიკური დესანტის მიერ უკრაინულ ისტებლიშმენტთან კარგად დალაგებული კავშირის მონაწილენი. ამ საკითხში სააკაშვილის ანტურაჟს მიეხმარა დასავლეთში ომის ანგარებიან წამქეზებელთა ინსტრუქცია-რეკომენდაციები. ამას ემატებიან უკრაინაში მებრძოლი ის მყრალი პროპაგანდისტი ქართველები ( ხაზგასმით ვწერ – ცხადია, ყველა არა!), რომლებიც ნაცჯალათური სისტემის ოფიცრები იყვნენ.
თემა – საქართველომ უნდა გახსნას მეორე ფრონტი რუსეთის წინააღმდეგ, უკრაინას მიაწოდოს შეიარაღება და ორგანიზებულად გააგზავნოს მებრძოლები. და თუ ხელისუფლება ამას არ აკეთებს, ის “პუტინისტურია”, “ანტიდასავლური” და “ანტიუკრაინულია”.
რევანშისტების მიერ, ბუნებრივია, იგნორირებულია ოკუპირებული საქართველოს რესურსები და პოტენციალი და ის დიპლომატიური, პოლიტიკური, ჰუმანიტარული დახმარება, რასაც ჩვენი ხელისუფლება მაქსიმალურად უწევს მეგობარ უკრაინას. მთავარია, აქ რუსეთმა ხელახლა და უფრო მეტად მიიტაცოს საქართველოს მიწა-წყალი, ჩამოიქცეს სახელმწიფო, გაჩანაგდეს ხალხი და ამით მანიაკი სააკაშვილის, მისი ვასალების ხეირის დროც დადგება.
ამ შავბნელ პროპაგანდას ეწევა ის მოღალატე ძალა, რომელიც 2008 წლის აგვისტოში რუსეთს შემოუძღვა საქართველოს დასაპყრობად და ამ დროს რეჟიმის ვეზირთა დიდი ნაწილი სასაზღვრო-გამშვებ პუნქტებზე ერთმანეთს ასწრებდა ლაჩრულად გასაქცევად, მთავარსარდალი სააკაშვილი რუსული თვითმფრინავის ხმის გაგონებაზე ფრანგი ტოპ დიპლომატის თვალწინ გორში მიწაზე ფორთხავდა; დაღუპული გმირი მეომრები ბრძოლის ველზე მიატოვა; გადარჩენილების ევაკუაცია პირწმინდად ჩააფლავა შემოჭრამდე და მის მერე; დაუსაფლავებელი თანამემამულეების მიუხედავად, ფსევდოგამარჯვება იზეიმა რუსთაველზე; უსამართლობის წინააღმდეგ ხმის ამომღები ოფიცრები წამებით მოკლა ან დააპატიმრა; ევროპის საბჭოს კაპიტულანტურ #1633-ზე ხელი მოუწერა კრემლს; ომის შემდეგ ქვეყნის სტრატეგიული ობიექტები გადასცა ოკუპანტ ქვეყანას; აგვისტოს შემდეგ, სულ რამდენიმე თვეში კულტურული ღონისძიებების გამართვას ემუდარებოდა პუტინის რეჟიმს; მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციაში ‘მწვანე აუნთო’ ოკუპანტ ქვეყანას და ა.შ. და ა.შ. ჩამონათვალი ვრცელია ნაცგარეწარი ხელისუფლების ღალატის აღსაწერად.
ვერაგი და ლაჩარი “ნაცების” პროპაგანდას ვერასდროს აჰყვება საქართველოს გონიერი საზოგადოება. რაც მთავარია, ვერაფრით დაუშვებს მოღალატე “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას მათი არაერთი ერთმანეთზე უარესი ავაზაკური გეგმების მიუხედავად.
მშვიდობა და განვითარება საქართველოს! გამარჯვება უკრაინას!“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ილია მეორე ბახმუტთან დაღუპული ქართველი მებრძოლების ოჯახებს სამძიმარს უცხადებს
Next post პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი TAV Airports-ის პრეზიდენტს შეხვდა