გია აბაშიძე: რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკური ლოგიკით, გახარიას ქმედებები ვერ აიხსნება!

Read Time:35 Second

ანალიტიკოსი გია აბაშიძე გიორგი გახარიას პარტიის წევრის, შოთა წურწუმიას ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ არჩევის ფაქტს სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მისი თქმით, რასაკვირველია, კონსტრუქციული ოპოზიციონერობა მისაღებია, თუმცა „ნაცობა გოიმობაა!“.

„წლის შედეგების შეჯამებისას ვამბობ, რომ 2021-ის გამაოგნებელი ღალატი იყო გიორგი გახარიას ქმედებები. საზოგადოებას კიდევ ერთხელ ბოდიშს ვუხდი, რომ მთავრობაში ყოფნისას, მისი აქტიური მხარდამჭერი ვიყავი. ღალატი გვინახავს ოჯახშიც და საახლობლოშიც, არაორდინალური აქ არაფერია. თუმცა, ძალიან საწყენი და დასანანია. გახარიას პასუხი უკვე გასცა საზოგადოებამ 2021 წლის ადგილობრივ არჩევნებზე. გახარიასგან განსხვავებით, პოლიტიკოსი, საჯარო პირი არ იმალება. მედიაში მის სასაცილო გამხმოვანებლებს არასდროს ვუსმენ. რაციონალური, პრაგმატული პოლიტიკური ლოგიკით, გახარიას ქმედებები ვერ აიხსნება! თუნდაც იმით, რომ ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარედ გიორგი გახარიას პარტიის წევრი, შოთა წურწუმია აირჩიეს. კონსტრუქციული ოპოზიციონერობა, რასაკვირველია, მისაღებია, მაგრამ ნაცობა გოიმობაა!“, – წერს აბაშიძე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სოზარ სუბარი: დადასტურდა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და გახარიას პარტია ერთი ძალის ორი განშტოებაა
Next post ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ არ შემოვიფარგლებით მხოლოდ შიმშილობით აქციები რა თქმა უნდა იქნება