გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე – ,, ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ”

Read Time:32 Second

გერმანიის ბუნდესტაგის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარემ ელიზაბეტ ვინკელმაიერბექერმა  საქართველოს იუსტიციის მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომ მხარეებს შორის არსებული თანამშრომლობა სამომავლოდ კიდევ უფრო გაღრმავდება. ელიზაბეტ ვინკელმაიერბექერის თქმით, გერმანიისთვის ძალზედ საინტერესოა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს  საქმიანობის  მიმართულებები.

„ძალიან საინტერესო შეხვედრა შედგა ბუნდესტაგის იურიდიულ კომიტეტსა და საქართველოს იუსტიციის მინისტრს, დოქტორ რატი ბრეგაძეს, შორის. ვისაუბრეთ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიცაა: სამართლებრივი პოლიტიკა, სამართლებრივი სახელმწიფო და დემოკრატია. ჩვენ გვაქვს ძალიან მაღალი ინტერესი საქართველოს მიმართ. შეხვედრაზე გავეცანით იუსტიციის სამინისტროს წარმატებული მუშაობის სხვადასხვა მიმართულებას. მათ შორის ხელშესახები მაგალითია  ციფრული სერვისები. ერთმანეთს საკუთარი გამოცდილება გავუზიარეთ და ვფიქრობ, ამას მომავალშიც სიამოვნებით გავაგრძელებთ“. – განაცხადა ელიზაბეტ ვინკელმაიერბექერმა.

საქართველოს იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე გერმანიაში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში იმყოფება.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქსტატის წინასწარი მონაცემებით, საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობამ 2022 წლის მეორე კვარტალში 351.8 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა
Next post გიორგი კახიანი – „საერთო სასამართლოების შესახებ“ კანონში ცვლილებები კანონმდებლობის მეტად სრულყოფისკენაა მიმართული, ოპოზიცია თუ ფიქრობს, რომ რაიმე არაკონსტიტუციურია, მიმართონ სასამართლოს