გერმანიასთან გასამართ მატჩზე ბორჯღალოსნების შემადგენლობა დასახელდა

Read Time:39 Second

ბორჯღალოსანთა სამწვრთნელო შტაბმა 17 თებერვალს ოფენბახში, 2018 წლის რაგბი ევროპის მეორე ტურში გერმანიასთან გასამართი მატჩისთვის შემადგენლობა დაასახელა.

ერთი კვირის წინ ქუთაისში ბელგიასთან ნათამაშებ შემადგენლობასთან შედარებით სასტარტოში 5 ცვლილებაა. ორი მორაგბე მარქაფიდან დაწინაურდა, სამი კი ნაკრების კვართს წელს პირველად მოირგებს.

ხაზში ორი ცვლილებაა. რეზი ჯინჭველაშვილის ნაცვლად მგეზავი ლაშა ხმალაძე იქნება, ხოლო ფრთაზე გიორგი ფრუიძის ადგილს ანზორ სიჭინავა დაიკავებს. სიჭინავა ბორჯღალოსანთა კვართით მესამედ ითამაშებს და ძირითადში პირველადაა. ფრუიძის გარდა თადარიგში არიან ვასილ ლობჟანიძე და ლაშა მალაღურაძე.

შერკინების პირველ ხაზში ზურაბ ჟვანიას ნაცვლად 2017 წლის საქართველოს საუკეთესო მორაგბე მიხეილ ნარიაშვილი ბრუნდება, ხოლო ჟვანიამ მარქაფაში გადაინაცვლა. მარქაფაში არიან კვაჭი ბადრი ალხაზაშვილი და ანტონ ფეიქრიშვილი, რომელთაც ბელგიასთან არ უთამაშიათ. გერმანიასთან ბორჯღალოსნებმა 6-ჯერ ითამაშეს და მეტოქე ექვსივეჯერ დაამარცხეს.

საქართველოსა და გერმანიის ნაკრებების შეხვედრა 17 თებერვალს თბილისის დროით 17:30 საათზე დაიწყება და მის პირდაპირ რეპორტაჟს ტელეკომპანია „იმედი“ შემოგთავაზებთ

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ყოფილი პატიმრებისთვის მცირე ბიზნესგრანტების გაცემა დაიწყო
Next post  luxurylaunches  ინფორმაციით მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული წვნიანი $688 ათასი ღირს