გერმანიასა და საფრანგეთს უკრაინისთვის იარაღის მიწოდების გამო უთანხმოება აქვთ – Bloomberg

Read Time:50 Second

ევროკავშირის ქვეყნები, მათ შორის გერმანია და საფრანგეთი, სულ უფრო მეტად ადანაშაულებენ ერთმანეთს უკრაინის საკმარისად იარაღის არ მომარაგებაში, იმუქრებიან ბლოკის ერთიანობის დაშლით, რადგან კიევი ომის გადამწყვეტ ფაზაში შედის, – ამის შესახებ Bloomberg-ის სტატიაშია ნათქვამი.

როგორც მედია წერს მოგეხსენებათ, უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა მოკავშირეებს მეტი დაფინანსების გამოყოფისკენ და აღნიშნა, რომ ამის შეუსრულებლობა სარგებელს მოუტანს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს და საფრთხეს უქმნის დასავლეთის უსაფრთხოებას.

„იზრდება შეშფოთება იმის გამო, რომ კიევის მხარდაჭერა კითხვის ნიშნის ქვეშ რჩება, რადგან აშშ-სა და ევროკავშირის დახმარება ჭიანურდება პოლიტიკური შიდა დაპირისპირების გამო. გერმანიის კანცლერი ოლაფ შოლცი და საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი სავარაუდოდ განიხილავენ ამ საკითხს ორშაბათს საღამოს ბერლინში“, – წერენ გამოცემის ავტორები.

მედიის ცნობით, გერმანია დაჟინებით მოითხოვს, რომ ევროკომისიამ, ევროკავშირის აღმასრულებელმა ორგანომ, შეადგინოს და წარადგინოს წევრი ქვეყნებიდან უკრაინის დაგეგმილი ფინანსური და სამხედრო დახმარების მიმოხილვა.

„1-ელ თებერვალს საგანგებო სამიტის წინ, ლიდერები შეეცდებიან შეთანხმდნენ უკრაინის დახმარების 50 მილიარდი ევროს გამოყოფის შესახებ, რომელიც უნგრეთმა დეკემბერში დაბლოკა“, – წერს მედია.

გამოცემა დასძენს, რომ ევროპული დახმარება უკრაინისთვის კრიტიკული ხდება, რადგან აშშ-ის დაფინანსება კონგრესში რჩება დაბლოკილი და კიევში, შესაძლოა, დეფიციტი მარტში დაიწყოს.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post სალომე სამადაშვილი: ბარიერის გადალახვა არ არის „ლელოს“ ამოცანა, ჩვენი ამოცანა გაცილებით ამბიციურია, ეს არის ხელისუფლების შეცვლა
Next post ზურაბ ქადაგიძე შალვა ნათელაშვილზე: მთელი ცხოვრება ხან ვანოს ჯიბეში იჯდა და ხან პუტინს ეხვეწებოდა პოლიტიკურ შემწეობას