გენდერული კვოტირება სავალდებულო, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაშიც იყოს
პოლიტიკური პარტიებისთვის სავალდებულო გენდერული კვოტირება, პროპორციული საარჩევნო სისტემის გარდა, შესაძლოა, მაჟორიტარულ სისტემაზეც გავრცელდეს. ინფორმაციას სააგენტო “ინტეპრესნიუსი” ავრცელებს.
პარლამენტში, საინიციატივო ჯგუფის მიერ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, საპარლამენტო და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში პარტიული სიების წარდგენისას, პარტიებს ევალებათ დაიცვან სქესთა ბალანსი ისე, რომ პარტიულ სიაში ყოველი მეორე განსხვავებული სქესის კანდიდატი წარადგინონ. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცენტრალური საარჩევნო კომისია პარტიას უბრუნებს სიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად, ხოლო ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში, პარტია რეგისტრაციას ვერ გაივლის. გარდა ამისა, როგორც პარლამენტის, ასევე საკრებულოს წევრის მიერ მანდატზე უარის თქმის შემთხვევაში, მის ადგილს იკავებს იმავე სიაში რიგით მომდევნო იმავე სქესის კანდიდატი.
უმრავლესობის დეპუტატმა, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა დაადასტურა, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს როგორც პროპორციულ საარჩევნო სისტემას, ასევე მაჟორიტარულ სისტემასაც.
“ქართული ოცნება“ მზად არის პოზიტიური დისკრიმინაციის აქტის შესადგენად, რაც უმრავლესობის ფორმატში გამართულ შეხვედრაზე დამსწრეთა უმრავლესობის მხრიდან დაფიქსირდა. ასევე დამსწრეთა უმრავლესობის აზრიდან გამომდინარე შემიძლია გითხრათ, რომ “ქართული ოცნება“ მზად არის, სავალდებული კვოტირების სისტემა შეეხოს არამხოლოდ პროპორციულ საარჩევნო სისტემას, არამედ მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემასაც. დეტალებზე მუშაობა მოგვიწევს, რა რაოდენობითა და როგორ შეიძლება მოხდეს სავალდებულო კვოტირება პროპორციული და მაჟორიტარული სისტემებისთვის, რათა ჯამში ეს არ იყოს პარლამენტის საერთო წევრთა საერთო რაოდენობის 25%-ზე ნაკლები“, – განაცხადა ქუცნაშვილმა.
კანონპროექტი, რომელიც ქალებისთვის სავალდებულო კვოტების შემოღებას ითვალისწინებს და პარლამენტსა და საკრებულოებში ქალი წევრების რაოდენობის ზრდას ემსახურება, სამმა საპარლამენტო კომიტეტმა მოიწონა, რის შემდეგაც ის პარლამენტის ბიურომ უნდა დაამტკიცოს, სანამ პარლამენტში დადგება კენჭისყრაზე.
დღეს საქართველოს პარლამენტის 150 წევრიდან ქალი მხოლოდ 24 დეპუტატია.
About Post Author
ქეთევან ნინუა
Comments
GEN Z ირჩევს ევროპულ მომავალს – გმირთა მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობა პარალიზებული
უკვე 4 საათზე მეტია საპროტესტო აქციის მონაწილეებმა გმირთა მოედნისა და მიმდებარე ტერიტორიის საავტომობილო მოძრაობის პარალიზება მოახდინეს. რამდენიმე საათის წინ, აქციის...
შოთა ხაბარელი ბუდუ ზივზივაძეს: “სანამ რამეს დაწერ, ან ცოტა დაფიქრდი, ან შენ წინამორბედებს ჰკითხე ბოლო – ბოლო და აგიხსნიან სინამდვილეში რა ბრძოლა მიდის ახლა”
მოგმართავ როგორც ფეხბურთელს, სპორტსმენს და ადამიანს, რომელმაც ამით გაითქვი სახელი და სულ არ იცის არავინ, რა დონეზე ერკვევი პოლიტიკაში და...
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4 პროექტი CIF-ის მეორე საგრანტო კონკურსის გამარჯვებულია
საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის 4-მა პროექტმა გამარჯვება მოიპოვა კონკურენტული ინოვაციის ფონდის (CIF) რიგით მეორე საგრანტო კონკურსში, რომელიც მსოფლიო ბანკის პროექტის -...
ბუდუ ზივზივაძე: არა რუსეთს და არა ყველაფერს რაც საქართველოს რუსეთისკენ მიაქანებს
მსურს რომ საქართველო ყოველთვის ისეთი ერთიანი და ბედნიერი იყოს როგორც 26 მარტის ღამეს იყო,- ამის შესახებ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი, ბუდუ...
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და რუსთავის N23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ვაჟა-ფშაველას სახელობის ქალაქ რუსთავის №23 საჯარო სკოლას შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შესახებ ინფორმაციას სტუ ავრცელებს....
საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
საქართველოს პარლამენტი უსაფრთხოების დამატებითი ზომების შესახებ განცხადებას ავრცელებს. „საქართველოს პარლამენტის სასახლეში უსაფრთხოების დაცვის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის 2023...