ხუთშაბათი, ოქტომბერი 16, 2025

გემრიელი ყავის 9 საიდუმლო

რა შეიძლება იყოს იმაზე კარგი, როცა დილით ფანტასტიური ყავის არომატი გაღვიძებს?! ერთი ფინჯანი ყავა მთელი დღის მანძილზე შეგძენთ საჭირო ენერგიას და მოტივაციას.

რათქმაუნდა შეიძლება სწრაფად და უბრალოდ მოამზადოთ ყავა, მაგრამ ნამდვილი გურმანი სათანადო ყურადღებას დაუთმობს მის მომზადებას, რათა ათმაგი სიამოვნება მიიღოს მისი დალევისას… შეიძლება ეს წესები უბრალოდ მოგეჩვენოთ, მაგრამ თუ მათ გაითვალისწინებთ უგემრიელეს ყავას მოამზადებთ!

  1. პირველ რიგში კარგი ყავის მოსამზადებლად აუცილებელია კარგი ხარისხის წყალი! ქალაქში ონკანის წყალი არ გამოგადგებათ, სასურველია გაფილტრული ნაყიდი წყალი.
  2. არ იჩქაროთ! ადუღეთ ნელ ცეცხლზე, რაც დიდხანს იდუღებს მით უკეთ გაიბჟნობს გემოს და მით უფრო გემრიელი გამოვა. სწრაფად მოდუღებული ყავა ვერ ასწრებს გემოს გამოტანას სათანადოდ.
  3. ყავის მადუღარა უნდა იყოს რაც შეიძლება ვიწრო თავით, რათა ორთქლმა შიგნით იტრიალოს
  4. მომზადებისას ერთი–ორი ცალი კრისტალი ჩააგდეთ მარილის. ის გემოზე არ იმოქმედებს, უბრალოდ არომატს კიდე უფრო შემატებს ეფექტს.
  5. სულ ცოტა იმბირი და თქვენ უზარმაზარ სხვაობას იგრძნობთ. დაუმატეთ ცოტა იმბირი წყალის დასხმამდე.
  6. დაუმატეთ ყავისფერი შაქარი გემოვნების მიხედვით
  7. არ აადუღოთ ყავა ბოლომდე. როგორც კი დუღილის პროცესი იწყება გათიშეთ და ერთი წუთის შემდეგ ისევ დადგით ცეცხლზე, ასე გაიმეორეთ სამჯერ.
  8. ნუ იყიდით დიდი ხნის დაფქულ ყავას. იდეალურია, როცა გმოყენების წინ იფქვება ყავა…
  9. მომზადების შემდეგ ცოტა ხანი ადროვეთ ყავას, ნუ დაასხამთ ეგრევე ფინჯანში, ეს ხელს შეუწყობს გემოს კიდევ უფრო გაუმჯობესებას
ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ირაკლი ლექვინაძე: წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც პირდაპირი გზით იბრუნებს მომხმარებელი სააგენტოსადმი მომართვის შედეგად, ჩვენთან შემოსული საკითხების 90 % წყდება მომხმარებლის...

55-%-ით არის გაზრდილი მომხმარებლების მომართვიანობა სააგენტოსადმი, თუ შევადარებთ მიმდინარე წლის იანვარ-სექტემბერს გასული წლის ამავე პერიოდს, - განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარე ირაკლი ლექვინაძემ „რადიო იმედის“ ეთერში.მისივე თქმით, ეს თავისთავად ნიშნავს იმას, რომ უფრო მეტმა ადამიანმა იცის საკუთარი უფლებების შესახებ.ირაკლი ლექვინაძემ აღნიშნა, რომ GCCA-ში შესული განცხადებების 90 % მომხმარებლის სასარგებლოდ წყდება.„წელიწადში, დაახლოებით, 1 მლნ ლარამდეა ის თანხა, რასაც მომხმარებელი პირდაპირი გზით იბრუნებს სააგენტოსადმი მომართვის შედეგად. ეს ის შემთხვევებია, როდესაც ნივთს უკან არ იბრუნებენ მოვაჭრეები, ან არ ცვლიან.სექტორულ ნაწილს თუ დავაკვირდებით, ონლაინ ვაჭრობას უჭირავს 70 %, ძირითადად არის საბითუმო და საცალო ვაჭრობისა და ტრანსპორტირების სექტორი, ყიდულობენ ტანსაცმელს, ტექნიკას და ა.შ. საუბარია ქართულ კომპანიებზე და ასევე უცხოეთიდან გამოწერილ ნივთებზე, რომლის ტრანსპორტირებასაც ახდენს ქართული კომპანიები,“- განაცხადა GCCA-ის თავმჯდომარემ. მისივე თქმით, ბოლო წლებში გაზრდილია დარღვევები იმ მცირე და საშუალო კომპანიების ნაწილში, რომლებიც სოციალურ ქსელებში ოპერირებენ. „ბოლო წლებს თუ შევხედავთ, გაზრდილია დარღვევების მაჩვენებელი. თუ ადრე პირობითი შეთანხმების ვალდებულებები ჭარბობდა, რაც ნიშნავს, რომ მომხმარებელი, მოვაჭრე და ჩვენ ვთანხმდებით, რომ დაბრუნდება თანხა, ან აღდგება მომხმარებლის დარღვეული უფლება და გასწორდება სავაჭრო პოლიტიკა, წელს გაზრდილია დარღვევების წილი მცირე და საშუალო კომპანიების ხარჯზე, რომლებიც სოციალურ ქსელებში არიან წარმოდგენილები. რაც შეეხება მსხვილ კომპანიებს, აქ პრაქტიკულად პრობლემა არ გვაქვს, პრობლემის შემთხვევაში ვთანამშრომლობთ და მომხმარებლის სასარგებლოდ ხდება, ძირითადად, საკითხის გადაწყვეტა, ვინაიდან კმაყოფილი მომხმარებელი მსხვილი კომპანიების მარკეტინგულ სტრატეგიაში არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი,“- განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

თამარ ჩიბურდანიძე: დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს...

პარტია „ხალხის ძალის“ წევრი თამარ ჩიბურდანიძე ვენეციის კომისიის რეკომენდაციას იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველომ გააუქმოს ამერიკული FARA-ს ანალოგი კანონი, რადგან მათი შეფასებით, ამ კანონის მოქმედება კანონის უზენაესობას საფრთხეს უქმნის სოციალური ქსელით ეხმიანება და წერს, რომ ვენეციის კომისიის დასკვნაში აუცილებლად უნდა ყოფილიყო ასახული ინფორმაცია იმის შესახებ, თუ რა საფრთხე შეუქმნა უკვე მოქმედ ქვეყნებში კანონის უზენაესობას FARA-მ.„გასაგებია ვენეციის კომისიის „კეთილი“ რჩევა, მაგრამ სახელმწიფო ფაქტებზე დაყრდნობით იღებს გადაწყვეტილებებს. ამ დასკვნას აუცილებლად უნდა მოჰყოლოდა რამდენიმე ქეისი მაინც იმ ქვეყნებიდან, სადაც დაიბადა ეს კანონი და წლებია წარმატებით ფუნქციონირებს. შეუქმნა თუ არა საფრთხე კანონის უზენაესობას FARA -მ წარმოშობის ქვეყანაში ან სხვაგან?როდესაც ამ კითხვას ვსვამთ, მაგალითისთვის მოჰყავთ რუსეთი, არადა, რუსეთი ამ შემთხვევაში მაგალითად არ გამოადგებათ, რადგან იქ ამერიკული FARA არ მოქმედებს. იქ მოქმედებს ამ კანონის იდეაზე შექმნილი საკუთარი კანონი, რომელიც რადიკალურად განსხვავდება ამერიკულისგან. რუსული კანონის დედანი არ არის ამერიკული კანონი.საქართველოში კი ძალაში შესულია ამერიკული FARA -ს დედნის მიხედვით შექმნილი კი არა, არამედ, კალკირებული პროექტი. საქართველოს მსგავსად, სრული კალკირება არ გაუკეთებიათ არც ბრიტანეთს, არც საფრანგეთს, არც კანადას, ავსტრალიას და ა.შ. თუმცა, იქ ვენეციის კომისიას არ გაუგზავნია მოთხოვნა ამ კანონის აკრძალვასთან დაკავშირებით. მაშინ რა ხდება? ჩვენ „სხვა რანგის“ ქვეყანა ვართ, ვისაც შეიძლება ასე ხელაღებით ბრძანებები უგზავნო? არა ბატონო, ასე აღარ არის. პატივისცემა და თანამშრომლობა გვესმის მხოლოდ ორმხრივი.ჯერ დაველოდებით, ამერიკული FARA თუ შეუქმნის საფრთხეს კანონის უზენაესობას ამერიკაში, ბრიტანეთსა თუ სხვა ქვეყნებში და მერე ვიმსჯელებთ საზოგადოება ამაზე. აბა ჩვენზე „დემოკრატიულ“ ქვეყნებს ხომ არ დავასწრებთ? უხერხულია, ზედმეტ ამბიციაში ჩაგვითვლიან,“ - წერს თამარ ჩიბურდანიძე.

მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა

ეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია დასრულდა.სახლ-მუზეუმი დღეს საზეიმოდ გახსნეს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, კულტურის მინისტრმა, თიკა რუხაძემ და დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ.„შენობა იყო ავარიული და მძიმე მდგომარეობაში, ეზო კი მოუწესრიგებელი. ძალიან მიხარია, რომ აღნიშნული სივრცე სრულად განვაახლეთ და მოვაწესრიგეთ. გასულ წელს შენობის რეაბილიტაცია-გამაგრების სამუშაოები დავასრულეთ. გარდა ამისა, მომიჯნავედ არსებული ფართები კერძო მესაკუთრეებისგან გამოვისყიდეთ. ამის შემდეგ დაიწყო კეთილმოწყობის სამუშაოები. დღეიდან დამთვალიერებელს სახლ-მუზეუმში სტუმრობა შეუძლია. ძალიან მიხარია, რომ ამ მნიშვნელოვანი პროექტის თანამონაწილე ვარ. ზოგადად ჩვენ მუზეუმებს, მედიათეკებს, ბიბლიოთეკებს განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობთ. ასევე, მულტიფუნქციური კომპლექსების აშენება მომავალშიც გაგრძელდება, რადგან  მსგავსი სივრცეები ქალაქში რაც შეიძლება მეტი უნდა არსებობდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.თბილისის მერიის ინფორმაციით, მუზეუმის არსებობის განმავლობაში, პირველად ჩატარდა მისი სარემონტო და ინფრასტრუქტურული განახლება, რადგან შენობა და ექსპოზიციური სივრცეები თანამედროვე მოთხოვნებს ვეღარ პასუხობდა.რეაბილიტაციის შედეგად, მუზეუმის ფართობი საგრძნობლად გაიზარდა, ხოლო მიმდინარე წლის მაისიდან დაიწყო ინტენსიური მუშაობა ახალი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ექსპოზიციის მოსაწყობად. მუზეუმი აღიჭურვა უახლესი ტექნიკითა და ტექნოლოგიებით, რაც საშუალებას იძლევა, უკეთ წარმოჩნდეს მერაბ კოსტავას ცხოვრება, მოღვაწეობა და მისი როლი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ასევე შეიქმნა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი საგანმანათლებლო სივრცე და ფონდსაცავი, რაც მუზეუმში დაცული 20 000-ზე მეტი ექსპონატის სათანადო შენახვას უზრუნველყოფს.გარდა ამისა, რეაბილიტაციის ფარგლებში კეთილმოეწყო მუზეუმის ეზო, რომელიც გაფართოვდა და დამთვალიერებლისთვის კომფორტულ სივრცედ გადაიქცა. მემორიალური სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროექტის ღირებულებამ 1 740 000 ლარი შეადგინა.თბილისის მერთან ერთად, მერაბ კოსტავას სახლ-მუზეუმი მერის მოადგილეებმა ანდრია ბასილაიამ და კახა აბულაძემ, კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსმა ირაკლი გვილავამ, თბილისის მუზეუმების გაერთიანების გენერალურმა დირექტორმა გიგა დაიაურმა, მთაწმინდის რაიონის გამგებელმა დავით კირკიტაძემ, ასევე, საკრებულოსა და პარლამენტის წევრებმა დაათვალიერეს“, – აღნიშნულია თბილისის მერიის ინფორმაციაში.

გიორგი შარაშიძე: არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას არ იღებენ, ახალ სცენარებს ალაგებენ, მათთან არანაირი კავშირი არ გვექნება, დიდი ხანია, ხაზი გადავუსვით

ჩვენი პარტია პირველივე წუთიდან გაემიჯნა ამ იდიოტობას და მავნებლობას, არამხოლოდ მშვიდობიანი დამხობის სცენარს, არამედ ბოიკოტს და ამისთვის 4 ოქტომბრის არჩევნებზე საკმარისი მსხვერპლი გავიღეთ, – ამის შესახებ პარტია „გახარია საქართველოსთვის“ პოლიტსაბჭოს წევრმა, გიორგი შარაძემ განაცხადა.მისი თქმით, მომხდარმა პარტია გააძლიერა და მისი წევრები დაარწმუნა, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილება სწორი იყო.„გარკვეული დარტყმა საკუთარ თავზე მივიღეთ, მაგრამ ეს არაფერს ნიშნავს. დარწმუნებული ვართ, რომ ჩვენი გადაწყვეტილება სწორი იყო და ასეც გავაგრძელებთ. არაფერი გვაქვს საერთო იმ პოლიტიკოსებთან, რომლებიც პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე არ იღებენ, ბოდიშსაც არ უხდიან იმ ადამიანებს, ვინც გააუბედურეს საკუთარი უპასუხისმგებლობის გამო. მშვიდობიანი დამხობის ახალ სცენარებს ალაგებენ. ჩვენს პოლიტიკურ ძალას მათთან არასდროს, არანაირი კავშირი არ ექნება, ჩვენთვის ეს არის წითელი ხაზი, დიდი ხანია, მათ ხაზი გადავუსვით. ჩვენთვის მთავარი პრიორიტეტია ამ ხელისუფლების მშვიდობიანი შეცვლა და გვესმის, რომ ამისთვის კიდევ ბევრი მსხვერპლის გაღება მოგვიწევს, მაგრამ მზად ვართ, ეს გამოწვევა მივიღოთ ამომრჩეველთან ერთად, რომელიც ხედავს, რომ ბოიკოტის კამპანია შეცდომა და მავნებლობა იყო, აღარაფერს ვამბობ მშვიდობიან დამხობაზე. მიხვდებიან, რომ არჩევანი უნდა გააკეთონ არა ისეთ უპასუხისმგებლო პარტიებზე, რომელთა გამოც მოხდა ყველაფერი, არამედ ჩვენი პოლიტიკური ძალის მსგავს გონიერ, ზომიერ, პასუხისმგებლიან, პრაგმატულ, რაციონალურ პოლიტიკურ ძალაზე“, – განაცხადა გიორგი შარაშიძემ.

საქართველოს საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

,,დიდად ვწუხვართ მცხეთა-თბილისის სამღვდელოების გამორჩეული წარმომადგენლის, კლდისუბნის წმ. გიორგის სახელობის ტაძრის წინამძღვრის, დეკანოზ მიქაელ კაპანაძის გარდაცვალების გამო.იგი იყო მრავალი სიკეთით დაჯილდოებული მოძღვარი; მრევლის ნამდვილი სულიერი მამა და თავისი ოჯახითაც გამორჩეული პიროვნება.ღმერთმა დალოცოს მისი უკვდავი სული და სავანესა მართალთასა დააწესოს, ხოლო მეუღლეს, შვილებს, სულიერ შვილებს, ნათესავებსა და ყველა გულშემატკივარს, მიმადლოს მშვიდობა და დეკანოზ მიქაელის სახელზე ლოცვითა და აღსრულებული კეთილი საქმეებით შეწევნის ძალა.ილია II სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი16.10.2025''- ნათქვამია სამძიმრის წერილში.

ბოლო სიახლეები