გასულ წელს 512 ერთ წლამდე ჩვილი გარდაიცვალა

Read Time:45 Second

2017 წელს საქართველოში ცოცხლად დაბადებულ ბავშვთა რაოდენობა 53 293-ია. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2017 წელს ქვეყანაში 27 658 ბიჭი და 25 635 გოგო დაიბადა. შესაბამისად, ყოველ 100 ცოცხლად დაბადებულ გოგოზე დაიბადა 107.9 ბიჭი. წინა წელთან შედარებით ცოცხლად დაბადებულთა რიცხოვნობა 5.8%-ით შემცირდა.

ამასთან, საქსტატის მონაცემებით, 2017 წელს ყველაზე მეტი დაბადება დაფიქსირდა თბილისში (14 906 ბავშვი), ხოლო ყველაზე მცირე – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (341 ბავშვი).

რაც შეეხება გარდაცვლილებს, საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში გარდაცვლილთა რიცხოვნობა 2016 წელთან შედარებით 5.8%-ით შემცირდა და 47 822 ადამიანია. ისევე როგორც დაბადების შემთხვევაში, 2017 წელს გარდაცვალების ყველაზე მეტი შემთხვევა დაფიქსირდა თბილისში (11 976 კაცი), ხოლო ყველაზე ნაკლები – რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის რეგიონში (736 კაცი).

სტატისტიკური მონაცემებით ირკვევა, რომ გასულ წელს, 512 ჩვილი (1 წლამდე ასაკის ბავშვი) გარდაიცვალა.

საქსტატის ინფორმაციით, 2017 წელს ბუნებრივი კლება დაფიქსირდა კახეთის, მცხეთა-მთიანეთის, გურიის, რაჭა- ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და იმერეთის რეგიონებში.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საქართველოში 10 222 წყვილი განქორწინდა
Next post ნიკა მელია: ზურაბ ალავიძე ერთადერთი ნორმალური მინისტრი იყო