გარდაიცვალნენ ტყუპები, რომელთა დედაც 2 კვირის წინ ასევე კოვიდით დაიღუპა

Read Time:30 Second

კოვიდდადებითი ტყუპები, რომლებიც “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში მკურნალობდნენ, გარდაიცვალნენ.

ტყუპები, რომლებიც 28 კვირის ორსულობაზე დაიბადნენ, სამედიცინო დაწესებულებაში ერთ თვეზე მეტი ხნის განმავლობაში მკურნალობდნენ.

ორივე ტყუპის ფილტვი კოვიდური პნევმონიით სრულად იყო მოცული და მათი სიცოცხლის გადასარჩენად მთელი განყოფილება იბრძოდა.

“ტყუპები დაბადებისთანავე აპარატზე გადავიდნენ. რესპირატორული დისტრეს სინდრომით დაიბადნენ და დინამიკაში დამძიმდნენ. ორივე ტყუპი კოვიდდადებითი დაიბადა. კოვიდური პნევმონია ჰქონდათ. მთელი განყოფილება 24-საათიან რეჟიმში ვიბრძოდით მათი სიცოცხლისათვის. პატარებისთვის მკურნალობა და ყურადღება არ დაგვიკლია, თუმცა ამის მიუხედავად, სამწუხარო შედეგი დადგა”, – აცხადებს “კლინიკა ბომონდის” ახალშობილთა ინტენსიური განყოფილების ხელმძღვანელი მარინა ბარათაშვილი.

47 წლის ქალმა საკეისრო კვეთით ტყუპები 19 აგვისტოს გააჩინა და 2 სექტემბერს გარდაიცვალა

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post კახა კალაძე უსაფრთხოების სამსახურზე: აუცილებლად უნდა მოუსმინონ, ვინც სჭირდებათ, თუ საჭიროა დიპლომატებსაც
Next post ევროკავშირი ოკუპირებულ ყირიმში გამართულ რუსეთის საპარლამენტო არჩევნებს არ აღიარებს