გარდაიცვალა ქართული კინოს მშვენება, მსახიობი ხათუნა კოტრიკაძე

Read Time:2 Minute, 12 Second

68 წლის ასაკ­ში მსა­ხი­ო­ბი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა. ინ­ფორ­მა­ცი­ას სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში პო­ლი­ტი­კო­სი ეკა ხერ­ხე­უ­ლი­ძე ავ­რცე­ლებს. კოტ­რი­კა­ძე მისი ოჯა­ხის ახ­ლო­ბე­ლია.

“ქარ­თუ­ლი კი­ნოს მშვე­ნე­ბა, ჩემი მე­გობ­რის დედა და ბავ­შვო­ბი­დან ჩემ­თვის უსაყ­ვარ­ლე­სი ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძე გარ­და­იც­ვა­ლა” – წერს ხერ­ხე­უ­ლი­ძე.

ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძემ სულ სამ ფილმში ითა­მა­შა, მაგ­რამ, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ მის მიერ გან­სა­ხი­ე­რე­ბულ რო­ლებს გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ად­გი­ლი უკა­ვია ქარ­თუ­ლი კი­ნოს ის­ტო­რი­ა­ში.

  • 15 წლის იყო, პირ­ვე­ლად რე­ჟი­სორ­მა სოსო ჩხა­ი­ძემ რომ გა­და­ი­ღო ფილმში “მე­თხუთ­მე­ტე გა­ზა­ფხუ­ლი”, მერე ლე­ი­ლა გორ­დე­ლა­ძემ ათა­მა­შა ფილმში “მო­ი­ტა­ცეს თა­მარ ქალი” და ბო­ლოს ლერი ხო­ტი­ვარ­მა და­უ­ძა­ხა ეკას როლ­ზე “მხი­ა­რულ რო­მან­ში”. შემ­დე­გაც უამ­რავ­მა რე­ჟი­სორ­მა შეს­თა­ვა­ზა გა­და­ღე­ბა, მაგ­რამ ყვე­ლას უარს ეუბ­ნე­ბო­და.

არ არის უც­ნა­უ­რი, რომ ხა­თუ­ნა კოტ­რი­კა­ძის გა­მორ­ჩე­უ­ლი გა­რეგ­ნო­ბა რე­ჟი­სო­რებს არ გა­მორ­ჩათ და გა­და­სა­ღებ მო­ე­დან­ზე ეძახ­დნენ, თუმ­ცა თა­ვად ხა­თუ­ნას­თვის არ აღ­მოჩ­ნდა ეკ­რა­ნი მა­ინც და მა­ინც მიმ­ზიდ­ვე­ლი.

დღემ­დე სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში გავ­რცე­ლე­ბუ­ლია აზრი, რომ ის კი­ნო­ში სა­თა­მა­შოდ ქმარ­მა, ფეხ­ბურ­თელ­მა და­ვით გო­გი­ამ არ გა­უშ­ვა, თუმ­ცა, რო­გორც ჩანს, კინო არც თა­ვად მის­თვის ყო­ფი­ლა იმ­დე­ნად მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი, რომ სხვა ყვე­ლა­ფერ­ზე უარი ეთ­ქვა, მი­უ­ხე­და­ვად ასე­თი პო­პუ­ლა­რო­ბი­სა.

17 წლის გა­თხოვ­და, რის მე­რეც კარ­ჩა­კე­ტი­ლი ცხოვ­რე­ბა არ­ჩია. მე­ტიც, ის ქმარ­თან ერ­თად სო­ფელ დი­ღომ­ში გა­და­სახ­ლდა და სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბას მიჰ­ყო ხელი.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი: დღეს ცესკო არის ერთ-ერთი ყველაზე გამართული ორგანიზაცია, აბსოლუტურად გამჭვირვალეა მათი საქმიანობა
Next post ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ჩაიდინა ღალატი – იზეიმებს დიდ წაგებას ოპოზიციასთან ერთად