გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა

Read Time:28 Second

84 წლის ასაკში გარდაიცვალა პროფესორი, ძველი ქართული მწერლობის ცნობილი მკვლევარი გრივერ ფარულავა. თბილისის ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ აღზრდილი ფილოლოგთა არაერთი თაობა გრივერ ფარულავას სტუდენტი იყო. იგი ათეული წლების განმავლობაში მუშაობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში და კითხულობდა ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიის კურსს.

გრივერ ფარულავა იკვლევდა ქართული ქრისტიანული ხელოვნების, ესთეტიკისა და ლიტერატურის პრობლემებს, კითხულობდა სპეცკურსებს ამ მიმართულებით. მკვლევართა და ძველი ქართული მწერლობით დაინტერესებული მკითხველისთვის საყოველთაოდ ცნობილია მისი წიგნები: „მხატვრული სახის ბუნებისათვის ძველ ქართულ პროზაში“, „ჰაგიოგრაფია – ხელოვნება ხელოვნების შესახებ“ და სხვა.

გრივერ ფარულავა წლების განმავლობაში იყო თბილისის სასულიერო აკადემიის ძველი ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის გამგე.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ვახტანგ ჩიქოვანს, არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილს და 2 არასრულწლოვანს ბრალი განზრახ მკვლელობის მუხლით დაუმძიმდა
Next post გიორგი გახარია – ჩვენ ყოველდღიურად უნდა ვიბრძოლოთ თითოეული სამუშაო ადგილისთვის, ეკონომიკის გაძლიერებისთვის, თითოეული გლეხი კახეთში უნდა იყოს მყარად ფეხზე მდგომი და მას სახელმწიფო უნდა ეხმარებოდეს