გაზეთ Financial Times-მა ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა

Read Time:33 Second

ბრიტანულმა გაზეთ Financial Times-მა უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი წლის ადამიანად დაასახელა.

გაზეთ Financial Times-ი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში უკრაინელი ხალხის გამბედაობისა და გამძლეობის განსახიერება გახდა.

გაზეთი უკრაინის პრეზიდენტს თავისი ყოველდღიური მიმართვებით მეორე მსოფლიო ომის დროს დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრ უინსტონ ჩერჩილს ადარებს.

ზელენსკი, Financial Times-ის აზრით, ჩერჩილს ჰგავს, რომელიც ომის დროს რადიოთი გამოვიდა თავისი ქვეყნის გასაერთიანებლად.

„ზელენსკი სოციალურ მედიას იყენებს დაუღალავი კამპანიისთვის დასავლური სამხედრო და ფინანსური მხარდაჭერის მოსაპოვებლად“, – წერს გაზეთი.

ჟურნალისტები ასევე მიიჩნევენ, რომ ზელენსკის გადაწყვეტილება დარჩენილიყო კიევში ნაცვლად იმისა, რომ მიეღო აშშ-ის შეთავაზება ევაკუაციის შესახებ, ომის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტი იყო, რომელმაც შთააგონა უკრაინელი სამხედროები და ხალხი წინააღმდეგობის გასაწევად.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post ირაკლი ღარიბაშვილი – ბევრს რომ ლაპარაკობენ, „ფეისბუქში“ აქტიურობენ, წავიდნენ და იომონ წინა პლანზე, კიევში კი არა, სელფებს რომ იღებდნენ
Next post ირაკლი ღარიბაშვილი – უკრაინაში ჩვენი 33 თანამოქალაქე დაიღუპა, მინდა, სამძიმარი გამოვუცხადო დაღუპულთა ოჯახებს, ეს არის ჩვენთვის ტრაგედია