,,გავრცელებული ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს მეხანძრე-მაშველი იყო ასახული, არის ე.წ. ფეიკი” – თემურ მღებრიშვილი

Read Time:56 Second

შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ მღებრიშვილმა, მედიასთან კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ ერთ-ერთი მედიასაშუალების მიერ გავრცელებული ფოტოსურათი, რომელზეც თითქოს მეხანძრე-მაშველი იყო ასახული, არის ე.წ. ფეიკი.

„რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთ ტელეკომპანიაში გაშუქდა და გაჟღერდა, თითქოს მეხანძრე-მაშველებს არ აქვთ შესაბამისი აღჭურვილობა.

მოყვანილი იყო რამდენიმე ფოტო, რომელ ფოტოზეც აღბეჭდილი იყო მოხალისეები და სწორედ, ეს იყო ჩვენი ამოცანა და იმ მოხალისეების მიმართ მოწოდება, რომ ქაოსურად და უკონტროლოდ არ შემოსულიყვნენ ტერიტორიაზე სტიქიის ეპიცენტრში, არ მომხდარიყო რაიმე გაუთვალისწინებელი. მინდა მადლობა გადავუხადო თითოეულ იმ მოხალისეს, იმ გულანთებულ ადამიანს, რომელმაც გამოიჩინა მაღალი სამოქალაქო პასუხისმგებლობა და პირველ ეტაპზე ეცადა თავის საშუალებებით, როგორც თვითონ შეეძლო ისე ემოქმედა და ამ ყველაფერს გულისხმიერებით მოეკიდა. დღეს იქ მოხალისე არ იმყოფება და ის ფოტო იყო წმინდა წყლის „ფეიკი“ და მარტივი ტესტი და ინდიკატორი იყო, ადამიანი რომელიც მარტო კიდურები უჩანდა თუ ეს იქნებოდა მეხანძრე-მაშველი დარწმუნებული ვარ სრულად იქნებოდა ფოტო გადაღებული.

ნურავის ნუ დაავიწყდება, რომ ეს ის ბიჭები არიან და ეს ის სამსახურია, რომლებმაც თებერვლის თვეში თურქეთში მიწისძვრის სალიკვიდაციო სამუშაოებში მიიღეს მონაწილეობა და ქვეყანა ასახელეს, თავიანთი გმირობით, დაუღალავი შრომით და თავდადებით. ნუ მივაყენებთ შეურაცხყოფას ნურავის და ნუ დავწყვეტთ გულს“, – განაცხადა თემურ მღებრიშვილმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post დავით ქართველიშვილი: ერთხელ მაინც თუ გახსოვთ ნაცების მხრიდან მსგავსი კომენტარი – „შესაძლოა შეგვეშალა, შევხვდით, გავერკვიეთ“
Next post გია მურღულია: ნუ მოსთხოვ ადამიანებს, რომ იდეალურნი იყვნენ – ასეთებს მხოლოდ სამოთხეში ნახავ, იქ თუ მოხვდი