გაეროს გენმდივანი: შეაჩერეთ სამხედრო მოქმედებები, დაივიწყეთ მტრობა

Read Time:35 Second
გაეროს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში კორონავირუსის გავრცელების გამო მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ცეხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოითხოვს.
 
ამის შესახებ ანტონიო გუტერეშმა გაეროში აკრედიტირებულ ჟურნალისტებთან ვიდეოკონფერენციის დროს განაცხადა.
 
„მსოფლიოს ყველა კუთხეში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას მოვითხოვ. დადგა დრო, წინ აღვუდგეთ შეიარაღებულ კონფლიქტებს და ერთობლივად ვკონცენტრირდეთ მთელი ჩვენი ცხოვრების ჭეშმარიტ ბრძოლაზე. ყველა მხარეს მოვუწოდებ, შეაჩერეთ სამხედრო მოქმედებები, დაივიწყეთ უნდობლობა და მტრობა, გააჩუმეთ ზარბაზანები“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა.
 
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.
 
21 იანვარს ჩინეთმა დაადასტურა, რომ კორონავირუსი გადამდებია. მომხდარის გამო ქვეყნის ორ ქალაქში კარანტინი გამოცხადდა.
 
რა უნდა ვიცოდეთ საგანგებო მდგომარეობის შესახებ, წაიკითხეთ აქ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post იტალიაში კორონავირუსით დაღუპულთა დღიურმა რიცხვმა კლება დაიწყო
Next post თბილისის ანძა და საკრებულოს შენობა იტალიის დროშის ფერებში განათდა