ხუთშაბათი, თებერვალი 5, 2026

ბუტა რობაქიძის საქმეზე ბრალდებული მტკიცებულებების ფალსიფიცირებას ადასტურებს

კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი ზაზა ბაქრაძე ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმესთან დაკავშირებით მტკიცებულებების ფალსიფიცირებაზე და იმ პირთა შესახებ ლაპარაკობს, ვინც 2004 წლის 24 ნოემბერს ბუტა რობაქიძის მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღის ჩადების ბრძანება გასცეს.

ამ საქმეში თავად ზაზა ბაქრაძეც არის ბრალდებული. ის ადასტურებს, რომ რობაქიძის ერთ-ერთ მეგობარს ხელყუმბარა პირადად მან ჩაუდო.

“თავიდან ბოლომდე მიღებული მაქვს მონაწილეობა როგორც შემთხვევის ადგილის გაყალბებაში, ასევე იარაღის ჩადებაში”, – ამბობს “იმედის კვირასთან” ზაზა ბაქრაძე.

“როდესაც შემთხვევის ადგილზე მივედით, მე ზურაბ მიქაძეს ვესაუბრე და აგვიხსნა სიტუაცია – რომ აქ არავითარ ცეცხლსასროლი იარაღით წინააღმდეგობის გაწევას ადგილი არ ჰქონია, უბრალოდ საპატრულო პოლიციის თანამშრომელს გაუვარდა და ახალგაზრდა გარდაიცვალა. მიქაძეს ვუთხარი, რომ დანაშაული ფაქტიურად გახსნილია, დააკავეთ ვაშალეიშვილი, მიეცით გამოძიებას-მეთქი. “ასე არ გამოვა”-ო, იმიტომ რომ ხელმძღვანელობისგან მიღებული მაქვს განკარგულება – დაზიანდება საპატრულო პოლიციის იმიჯი”, – იხსენებს ბაქრაძე საპატრულო პოლიციის ყოფილი უფროსის ზურაბ მიქაძის ნათქვამს.

ბაქრაძის თქმით, მიქაძემ უთხრა, რომ მომხდარი ისე უნდა ყოფილიყო წარმოჩენილი, თითქოს საპატრულო პოლიცია მართალი იყო: “მაშინ უკვე გავიგე რასაც მეუბნებოდა – უნდა მოგვეტანა და ჩაგვედო იარაღები. მიქაძემ თავისი სამსახურებრივი მანქანით მოიტანა (იარაღი) ვაკე-საბურთალოს პოლიციიდან, არაყიშვილის ქუჩიდან. (გურამ) დონაძე ხელმძღვანელობდა გადაღებას”, – ამბობს ზაზა ბაქრაძე

ზაზა ბაქრაძემ საქართველო 2012 წელს დატოვა, მან საზღვარგარეთ გაიგო, რომ მასზე საქართველოში ძებნა გამოცხადდა.

ბუტა რობაქიძის საქმე მთავარმა პროკურატურამ 2012 წელს გახსნილად გამოაცხადა. ხელახალი  გამოძიების შედეგად დადგინდა, რომ  19 წლის ბუტა რობაქიძის სიცოცხლე სამართალდამცველის, გიორგი ბაშალეიშვილის მიერ შემთხვევით გასროლილმა ტყვიამ იმსხვერპლა.

პროკურატურამ ბრალი 5 პირს: გურამ დონაძეს, ირაკლი ფირცხალავას, ზაზა ბაქრაძეს, დავით იაშვილსა და ზურაბ მიქაძეს წაუყენა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ილია თოფურიას საქმეზე გადაწყვეტილება ცნობილია

Marca-მ ილია თოფურიასა და მისი ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უსკატეგის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით ახალი ინფორმაცია გაავრცელა. ავტორიტეტული ესპანური გამოცემა იტყობინება, რომ სასამართლომ ვერდიქტი გამოიტანა და „ელ მატადორი“ გაამართლეს.„ილიასთვის ბოლო თვეები საკმაოდ ქაოტური იყო, თუმცა ყველაფერი ბედნიერად დასრულდა. როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, საქმე დახურულია. თოფურიას ყოფილმა მეუღლემ და ილიამ შეთანხმებას მიაღწიეს“.შეგახსენებთ, რომ ილიას მიერ განქორწინების სარჩელიდან სამი კვირის შემდეგ, ჯორჯინამ სასამართლოს მიმართა. მან თოფურიას ბრალი დასდო „ოჯახურ და გენდერულ ძალადობაში“, ასევე „სხეულის დაზიანებების მიყენებაში“. გარდა ამისა, „ელ მატადორს“ საკუთარი ქალიშვილი ნანახი რამდენიმე თვე არ ჰყავდა და მისი ნახვის უფლებას ითხოვდა. საბოლოოდ, ყველაფერი ილიას სასარგებლოდ დასრულდა და სასამართლომ მისი პოზიცია დაიკავა.წყარო: crystalsport

ირაკლი კობახიძე – ყველანაირი გარემოა შექმნილი, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები, მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ

ჩვენ გვაქვს სათანადო ეკონომიკური გარემო და კანონმდებლობა, დაბალი გადასახადები, რაც არის ძალიან მომგებიანი ბიზნესის კეთებისთვის ჩვენს ქვეყანაში, –  ამის შესახებ საქართველოს  პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი კობახიძემ დუბაიში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა.მთავრობის მეთაურის შეფასებით, უკვე ჩანს, რომ საქართველო  ამ კუთხით იმსახურებს მაღალ ნდობას.„ყველა ობიექტური რეიტინგის თანახმად საქართველოს უჭირავს ძალიან მაღალი პოზიციები. არის მარტივი ბიუროკრატია, რაიმე დაბრკოლების გარეშე არის შესაძლებელი ბიზნესის წამოწყება, ბიზნესის კეთება ჩვენს ქვეყანაში და კორუფციისგან თავისუფლების კუთხითაც ძალიან მაღალი პოზიციები გვიჭირავს სხვადასხვა საერთაშორისო რეიტინგში, პრაქტიკულად ყველა ობიექტურ საერთაშორისო შეფასებაში. აქედან გამომდინარე, ყველანაირი გარემო არის შექმნილი იმისათვის, რომ საქართველოში განხორციელდეს საინვესტიციო და ეკონომიკური აქტივობები. მომავალშიც მაქსიმუმს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ამ პროცესს მხარი დავუჭიროთ. ასევე, ყველა ხედავს, რომ ჩვენს ქვეყანას აქვს ძალიან მაღალი ეკონომიკური ზრდა. ამ მაჩვენებლით ვართ პირველ ადგილზე ევროპაში. გასული 5 წლის განმავლობაში საშუალო ეკონომიკურმა ზრდამ შეადგინა 9.3%. ასეთი მაჩვენებელი არ აქვს არავის. ასეთ პირობებში, ყველა ხედავს, რომ საქართველოში მომგებიანია ფულის დაბანდება და ბიზნესის კეთება. ამას მაქსიმალურად ხელი უნდა შევუწყოთ და ამ გარემოებით მაქსიმალურად ვისარგებლოთ“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მურთაზ ზოდელავა სპეცრაზმელს – რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, შტურმი ნახეთ ათონელის მოედანზე? – თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ შეხლა-შემოხლა, რაც...

რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს, ათონელის მოედანზე? - ასე მიმართა 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულმა ოპოზიციონერმა პოლიტიკოსმა, მურთაზ ზოდელავამ, სპეცრაზმელ იოსებ როსტიაშვილს, რომელიც საქმესთან დაკავშირებით სასამართლო სხდომაზე იკითხება.როგორც ზოდელავამ აღნიშნა, სპეცრაზმელი დეტალურად ჰყვება იმ პროცესების შესახებ, რაც ზოგადად, აქციის თანმდევია, თუმცა არ აღწერს ისეთ სურათს, რაც დაადასტურებდა, რომ 4 ოქტომბერს განსაკუთრებული შეტევა მოხდა.„სხვა დროსაც მიგიღიათ მონაწილეობა აქციების თანმდევ პროცესებში, როგორც უფლებამოსილ პირს. საქართველოს მოქალაქე ხართ და ასევე გინახავთ სხვა აქციები, თვალი მიგიდევნებიათ მაინც. თქვენ, თქვენი საქმიანი გამოცდილების ფარგლებში მონაწილეობდით აქციებში, მიგიღიათ მონაწილეობა აქციებში, გინახავთ ბევრი აქცია, ბევრი შეხლა-შემოხლა და ხართ ამ აქციის, ათონელის მოედანთან მიმდინარე აქციის თვითმხილველი. თქვენს პასუხებში იყო თვითმხილველის პოზიცია, როგორც გდდ-ის თანამშრომლის და ადამიანის, რომელმაც დაინახა პროცესი როგორც აქცია, შეხლა-შემოხლა და აქციის თანმდევი პროცესი. რაიმე განსაკუთრებულად ორგანიზებული, ბანდიტურ დანაშაულებრივი ჯგუფების კონსოლიდაცია, რაიმე ორგანიზებული შემოტევა, შტურმი, კონტრშეტევები, რაიმე ასეთი ნახეთ მანდ? იმ დღეს, 4 ოქტომბერს ათონელის მოედანზე? მაგალითები მოვიყვანოთ, ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი არავის გაუტყორცნია ხომ 4 ოქტომბერს? თქვენ ეს არ გინახავთ იმიტომ, რომ აღწერეთ კარგად, ხატოვნად ქვის ტყორცნის მომენტები, შეხლა-შემოხლა, ეს ვითარება რაც ზოგადად დამახასიათებელია აქციისთვის საქართველოში და კვაზი დემოკრატიულ ქვეყნებშიც კი, სადაც დემოკრატია ხეიბრის დონეზეც არსებობს, რაიმე ასეთი ხომ არ შეგიმჩნევიათ? ხომ არ იყო განსაკუთრებული მომენტი? ინვენტარი, ორგანიზებული ჯგუფები? იარაღი გავიგეთ, რომ არ იყო და ვერ იქნებოდა.როგორც პროკურორმა, მეც ასე აღვიქვი, რომ თქვით, ეს იყო ჩვეულებრივი აქცია თავისი შეხლა-შემოხლებით“,- განაცხადა ზოდელავამ.ცნობისთვის, მურთაზ ზოდელავას, პაატა ბურჭულაძეს და ირაკლი ნადირაძეს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-222-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ა“ ქვეპუნქტით წარედგინათ, რაც სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტების ხელში ჩაგდების და ბლოკირების მცდელობას გულისხმობს ჩადენილს ჯგუფურად. მათ ასევე ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობას გულისხმობს. მათ ბრალი წარდგენილი აქვთ სსსკ-ის 317-ე მუხლითაც, რაც გულისხმობს მოწოდებას საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისკენ და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ, რაც სასჯელის სახედ და ზომად 9- წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სტივ უიტკოფი – უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე, ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში

უკრაინა და რუსეთი შეთანხმდნენ, გაცვალონ 314 ტყვე. ეს პირველი გაცვლაა ბოლო ხუთი თვის განმავლობაში, – ამის შესახებ დონალდ ტრამპის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა სოციალურ ქსელ X-ში დაწერა აბუ დაბიში გამართული სამმხრივი მოლაპარაკებების მიმდინარეობისას.„მიუხედავად იმისა, რომ წინ კიდევ ბევრი სამუშაოა, მსგავსი ნაბიჯები აჩვენებს, რომ მუდმივ დიპლომატიურ ჩართულობას რეალური შედეგები მოაქვს და ხელს უწყობს უკრაინაში ომის დასრულებისკენ მიმართულ ძალისხმევას“, – დაწერა სტივ უიტკოფმა.მისი თქმით, დიალოგი გაგრძელდება და უახლოეს კვირებში პროგრესია მოსალოდნელი.

მე-10 კლასის მოსწავლე ქეთევან ქოროღლიშვილი „საქართველოს წლის ახალგაზრდა დიპლომატი“ გახდა

,,აიბი მთიების მე-10 კლასის მოსწავლის საერთაშორისო წარმატება!სიამაყით გაცნობებთ, რომ ჩვენი მოსწავლე ქეთევან ქოროღლიშვილი  გახდა ტიტულის მფლობელი —„საქართველოს წლის ახალგაზრდა დიპლომატი“.მან ეს წარმატება მოიპოვა თბილისში გამართული გაეროს მოდელირების შედეგად, რის საფუძველზეც დაესწრო სრულად დაფინანსებულ დიპლომატიურ ვიზიტს ბელგიაში, მოინახულა ევროპარლამენტი და დაჯილდოვდა საქართველოს საელჩოში, სადაც ჯილდო გადასცა საქართველოს სრულუფლებიანმა ელჩმა ბატონმა ვახტანგ მახარობლიშვილმა.ვულოცავთ ქეთევანს და ვუსურვებთ კიდევ ბევრ საერთაშორისო გამარჯვებას!''- ამის შესახებ ინფორმაციას IB Mthiebi/IB მთიები აქვეყნებს.

ბოლო სიახლეები