ბორის ჯონსონი – უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოვხსნით საქართველოსა და მთელ ევროპაშიც

Read Time:27 Second

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის თქმით, უკრაინის გამარჯვების შემდეგ, რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს მოიხსნება საქართველოსა და მთელ ევროპაში. ამის შესახებ განცხადება ბორის ჯონსონმა აშშ-ის ატლანტიკურ საბჭოში გამოსვლის დროს გააკეთა.

„როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, როდესაც პუტინს უკან გადაისვრიან, ჩვენ მოვხსნით რუსეთის აგრესიის გაგრძელების საფრთხეს საქართველოში, მოლდოვაში, ბალტიისპირეთის ქვეყნებსა და მთელ აღმოსავლეთ ევროპაში. როდესაც უკრაინა გაიმარჯვებს, ჩვენ სიცხადეს შემოვიტანთ და დავამყარებთ სტაბილურობას ევროპის უსაფრთხოების არქიტექტურაში, ჩვენ ბოლოს მოვუღებთ საბედისწერო ორაზროვნებას, რომელმაც უბიძგა პუტინს კატასტროფული შეცდომისკენ“, – განაცხადა ბორის ჯონსონმა.

მისივე თქმით, დასავლეთი თუ კიევს არ დაეხმარება, მაშინ პუტინი დარჩება საფრთხედ ყველა ზემოაღნიშნული ქვეყნისა და რეგიონისთვის.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გია ცაგარეიშვილი: ბოლოს, ლომჯარია როდის იხილეს რომელიმე პატიმართან შესული, გარდა მიხეილ სააკაშვილისა, არავის ახსოვს
Next post მიხეილ ყაველაშვილი: იმის ნაცვლად, რომ ქვეყანა სამართლიანობის, კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებებით შეფასდეს, რას გვახვევენ თავს? – კანონი და კონსტიტუცია დაარღვიეთ და მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლეთო!