ბობოხიძე: არასოდეს უთქვამს ”ევროპულ საქართველოს”, რომ რასაც ივანიშვილი წყალტუბოში აკეთებს, ცუდია

Read Time:37 Second

“ბატონებო, გონებრივი შესაძლებლობების ნაკლებობასთან გვაქვს საქმე, თუ უბრალოდ უტიფრობასთან, ხომ არ იცით, ჯერ რაზე ვლაპარაკობ, დამშვიდდით, დაწყნარდით, ჯერ ხომ არ იცით რაზე ვლაპარაკობ იქნებ, სერგოზე ვლაპარაკობ. ბატონებო, ერთადერთი მეუფე ლაპარაკობს ეკლესიაზე მიტანილ იერიშზე, მეუფე იაკობი და თქვენ გაბრალებთ ამ ყველაფერს.

თქვენ და ბატონ ბიძინა ივანიშვილს და ბატონი დიმიტრი, რომ გამოდიოდა გამიკვირდა ასეთი მკაცრი ტონი ბიძინას მიმართ გაქვთ, თუ რა ხდება ვერ გავიგე იმიტომ, რომ სხვას არავის ამ ქვეყანაზე ეკლესიაზე შტურმს არ აბრალებენ. გახარიას და ივანიშვილს აბრალებენ.

რაც შეეხება წყალტუბოს თემას, არ მოგცემთ საშუალებას ყველა ერთნაირად შეგვაფასოთ. არასდროს “ევროპულ საქართველოს” არ უთქვამს, რომ ცუდია ბიძინა ივანიშვილი რასაც აპირებს, მათ შორის არასდროს მითქვამს, რომ ცუდია იაფად, ან ერთ ლარად ვაპირებთ გადავცეთ წყალტუბო. ძალიან ბევრჯერ ერთ ლარად გადაგვიცია სახელმწიფო ქონება ადამიანებისთვის, ვინც ინვესტიციას განახორციელებდა”, -განაცხადა აკაკი ბობოხიძემ.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გედევან ფოფხაძე დაჩი ბერაიაზე – გამოვიდეს გარეთ, ფეხებზე მკიდია, დავბრიდავ მაგ ნაბიჭვარს
Next post თბილისის ზოოპარკს ახალი ბინადარი-აფრიკული მოხატული ძაღლი შეემატა