ბიძინა კულუმბეგოვი: ბუსტერული დოზის დამატება ძირითადად იმ პაციენტებში განიხილება, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია

Read Time:26 Second

ბუსტერული დოზის საკითხები მსოფლიოში ასე დგას: განიხილება ბოლო ინექციიდან 6 თვის შემდგომ და ძირითადად იმ პაციენტებში, რომლებიც ითვლებიან იმუნოკომპრომეტირებულ ადამიანებად, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა ბიძინა კულუმბეგოვმა „ქრინიკას“ განუცხადა.

„ესენი არიან ადამიანები, რომლებსაც აქვთ მძიმე ქრონიკული დაავადება, იმუნოსუპრესიით მიმდინარე. ესენი შეიძლება იყვნენ ონკოლოგიური პაციენტები, რევმატოლოგიური დაავადებით დაავადებული ადამიანები – ანუ, ესენი არიან ადამიანები, რომელთა იმუნური სისტემა განსაკუთრებით სუსტია. შესაბამისად, ასეთ ადამიანებში მსოფლიოში განიხილება 6-8 თვის შემდეგ ბუსტერული დოზის დამატება. ვფიქრობ, რომ ჩვენი ქვეყანაც განიხილავს ამას და როგორც მსოფლიოს წამყვანი ქვეყნები აკეთებენ, ჩვენც იგივე გადაწყვეტილებას მივიღებთ“, – განაცხადა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post გიორგი ტყემალაძე წყნეთის ქუჩისა და ბაგების მოსახლეობას შეხვდა
Next post კახა კალაძე – გილოცავთ კონსტიტუციის დღეს, მეამაყება 1995 წლის 24 აგვისტო, როდესაც მსოფლიოს დავანახეთ, რომ საქართველო აუცილებლად გადალახავდა კრიზისს, შედგებოდა როგორც სახელმწიფო