ბიძინა კულუმბეგოვი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ

Read Time:38 Second

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“, „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.​

„ალბათ, დღეს ან ხვალ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. დღეს ან ხვალ, გვეცოდინება განცხადების შინაარსი. მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს: რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე – დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს. ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

About Post Author

ქეთევან ნინუა

საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ასი პროცენტით დადასტურებული ინფორმაცია ყველაზე მოკლე დროში კონტაქტი- ☎️ 557 13 16 73
Happy
Happy
0 %
Sad
Sad
0 %
Excited
Excited
0 %
Sleepy
Sleepy
0 %
Angry
Angry
0 %
Surprise
Surprise
0 %

Comments

კომენტარები

Previous post საერთაშორისო მეცნიერთა ჯგუფი ჯანმოს მოუწოდებს, უფრო სიღრმისეულად გამოიძიოს პანდემიის წარმოშობის მიზეზები
Next post შალვა პაპუაშვილი: გირაოს მიღება ან გირაოს არ მიღება, ამნისტიაზე დათანხმება ან მასზე უარი – ნებისმიერი არჩევანი მათთვის მძიმეა