კვირა, მარტი 29, 2026

ბიძინა კულუმბეგოვი: არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ

არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, „სინოფარმის“ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა, – ამის შესახებ ალერგოლოგ-იმუნოლოგმა, ბიძინა კულუმბეგოვმა „იმედის“ გადაცემა „იმედის დილაში“, „სინოფარმის“ ვაქცინის ავტორიზაციის შესახებ საუბრისას განაცხადა.​

„ალბათ, დღეს ან ხვალ, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტთა კომიტეტი ოფიციალურ განცხადებას გამოაქვეყნებს. დღეს ან ხვალ, გვეცოდინება განცხადების შინაარსი. მათ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ორი მოლოდინი არსებობს: რომ ვაქცინა ავტორიზებულია გადაუდებელი გამოყენებისთვის ან მეორე – დამატებითი დოკუმენტაციაა საჭირო და გადაწყვეტილება რამდენიმე კვირით გადაიწევს. ამ ვაქცინას იმდენი ეტაპი აქვს გავლილი, უარს ნამდვილად არ ეტყვიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებს ის უკვე შეფასებული აქვთ. 38 ქვეყანაში, უკვე 80 მილიონამდე ადამიანია მისით აცრილი. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ მსოფლიოს ყველაზე შეძლებული ადამიანები, შეიხებიც კი, ჯერ კიდევ დეკემბერში, ამ ვაქცინით აიცრნენ. უსაფრთხოების თვალსაზრისით, ეს ნამდვილად მყარი ვაქცინაა“, – აღნიშნა ბიძინა კულუმბეგოვმა.

ქეთევან ნინუაhttp://tiflisnews.ge
საინფორმაციო სააგენტო tiflisnews.ge კონტაქტი- ☎️ 555 100 929

ლოცვა, რომელიც მამა პაისის ხატთან იკითხება

წმინდა პაისი ათონელი (მთაწმინდელი) ქადაგებდა გულითად, უბრალო და მუდმივ ლოცვას, სადაც ადამიანი ქრისტესა და ღვთისმშობელს საკუთარი სიტყვებით ესაუბრება.იგი ხაზს უსვამდა გულწრფელი სინანულის, თავმდაბლობისა და ღამის სიჩუმეში ლოცვის მნიშვნელობას, რაც ეშმაკის შემოტევებისგან იცავს.ტროპარი:მამულით ფარასელსა და ათონისა დიდებასა და დასაბამითგანთა წმიდათა მობაძავსა და თანამოპატივესა, პაისის პატივსა მივაგებდეთ მორწმუნენო, ჭურჭელსა ნიჭთაგან აღსავსესა, ვითარცა დამცველსა ჩვენსა ყოველთაგან შესაწუხებელთა, რომელნი-ესე სარწმუნოებით ვუღაღადებთ: დიდება მომცემელსა შენდა ძალისა, დიდება შენსა გვირგვინოსანმყოფელსა, დიდება შენ მიერ კურნებათა მოქმედსა ყოველთა მიმართ. კონდაკი:წმიდისა მთისა მოღვაწესა ხმაგანსმენილსა და ეკლესიისა მნათობსა ახალნათელსა, გაქებდეთ შენ გალობათა მიერ ყოვლითა გულითა, რამეთუ რჩეულისა ცხოვრებისა მიმართ უძღოდე მორწმუნეთა და მდინარეთაგან საბოძვართასა აღავსენ იგინი ამისთვისცა გიღაღადებენ: იხარებდე მამაო პაისი!

ირაკლი ქადაგიშვილი – ეკლესიაზე თავდასხმის მიზანი ავტორიტეტის დაზიანებაა, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება

სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.მისივე თქმით, ყველაზე მიიტანენ შეტევას, ვისაც პატრიარქობის პერსპექტივა ექნება.„სამწუხაროდ, უნდა ითქვას, რომ საქართველოში და ქვეყნის გარეთაც არიან ძალები, რომლებიც მიზანმიმართულად იღვწოდნენ საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციისთვის, განხეთქილების შექმნისთვის. ჩვენ ყველას კარგად გვახსოვს აღვირახსნილი კამპანია თვითონ პატრიარქის წინააღმდეგ, ეკლესიის წინააღმდეგ. ახლა, რა თქმა უნდა, ისინი ამ ბრძოლას გააგრძელებენ, მით უმეტეს, როცა ნახეს, რომ ქართველი ხალხის ასეთი მხარდაჭერა აქვს ეკლესიას და პატრიარქს. ასე რომ, ეს მათი თავდასხმა ეკლესიაზე გაგრძელდება. მიზანი არის ერთი, დააზიანონ მაქსიმალურად ავტორიტეტი. შედეგი რომ არ ექნება, თვითონაც იციან, მაგრამ თვითონ პროცესი რომ ნეგატივის ფონზე წარმართონ, მიაჩნიათ, რომ ეს უკვე გარკვეული შედეგია. ბუნებრივია, მეუფე შიოზე თავდასხმებიც ახლა გაძლიერდება, რადგან შეიძლება, ერთ-ერთი კანდიდატი იყოს პატრიარქობის ტახტზე. ყველაზე, ვისაც ასეთი პერსპექტივა ექნება, შეტევა იქნება მიტანილი“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი – ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება, ჩვენ არ ვსაუბრობთ, ვმოქმედებთ, დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის

ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერის, ეფი დეფრინის განცხადებით, ისრაელმა ირანის ბირთვული პროგრამა მნიშვნელოვნად დააზიანა.„ირანს ბირთვული იარაღი არ ექნება“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.ამასთან, მან უარი თქვა ურანთან დაკავშირებით კომენტარზე.იემენელ „ჰუსიტებთან“ დაკავშირებით დასმულ კითხვაზე პასუხისას ეფი დეფრინმა აღნიშნა, რომ ისრაელი მრავალფრონტიანი ომისთვის ემზადებოდა.„ჩვენ ვივით, როგორ დავიცვათ ისრაელის მშვიდობიანი მოქალაქეები. ჩვენ ვმოქმედებთ, არ ვსაუბრობთ. დავარტყამთ ნებისმიერს, ვინც ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობას საფრთხეს შეუქმნის“, – აღნიშნა ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერმა.

რეზა ფეჰლევი – მზად ვარ, გარდამავალ პროცესს ვუხელმძღვანელო, პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის, მე კი ვაპირებ, კვლავ დიდებული გავხადო ირანი

ირანის ყოფილი შაჰის ვაჟი რეზა ფეჰლევი აცხადებს, რომ მზადაა, გარდამავალ პროცესს უხელმღვანელოს.რეზა ფეჰლევის განცხადებით, როდესაც შესაბამისი მომენტი დადგება, ირანელ ხალხს აჯანყებისკენ მოუწოდებს.ამასთან, მან შეაქო აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი იმის გამო, რომ ირანის ამჟამინდელი ხელისუფლების წინააღმდეგ სამხედრო მოქმედება დაიწყო.„შეგიძლიათ, წარმოიდგინოთ, როგორ გადადის ირანი დევიზიდან „სიკვდილი ამერიკას“, „ღმერთმა დალოცოს ამერიკამდე“? პრეზიდენტი ტრამპი ამერიკას კვლავ დიდებულს ხდის. მე კი ვაპირებ, კვლავ დიდებული გავხადო ირანი“, – განაცხადა რეზა ფელჰევმა კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, სადაც მას ტაშითა და შეძახილებით საუბარი რამდენჯერმე შეაწყვეტინეს.

დეკანოზი დავითი – სინოდის კრება, სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება, ხოლო პატრიარქის გამორჩევა უკვე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება

საპატრიარქო კანდიდატების გამორჩევა მოხდება წმინდა სინოდის სხდომაზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამორჩევა კი მოხდება გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე, – ამის შესახებ საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის თანამშრომელმა, დეკანოზმა დავით ტატანაშვილმა განაცხადა.მისი თქმით, ამ პროცედურებში, ყველა წესის დაცვით, მონაწილეობას მიიღებენ წმინდა სინოდის წევრები.„ამ განსაკუთრებულად მგრძნობიარე პერიოდში საზოგადოებას, და უფრო მეტად მორწმუნე მრევლს, დედაეკლესია მოგვიწოდებს მეტი ერთსულოვნებისკენ, მეტი ურთიერთპატივისცემისკენ. ქართველ ხალხს ეს რომ შეუძლია დადასტურდა უწმინდესის დაკრძალვისას, ქართველმა ხალხმა განსაკუთრებული ერთსულოვნება და განწყობა გამოხატა. დიდი მარხვის პერიოდია და ყველა მორწმუნესთვის ეს არის განსაკუთრებული მოკრძალების და ლოცვითი განწყობის პერიოდი. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ეკლესია მოუწოდებს მორწმუნეებს, აქცენტები სწორად გააკეთონ და განსაკუთრებული სიმშვიდე გამოიჩინონ“, – განაცხადა დეკანოზმა.მისი თქმით, პატრიარქის გამორჩევასთან დაკავშირებით წმინდა სინოდის კრება, სავარაუდოდ, ილია მეორის გარდაცვალებიდან 40 დღის შემდეგ ჩაინიშნება.„კენჭისყრით სამი კანდიდატი გამოირჩევა. კრიტერიუმებია: არსებობს ასაკობრივი ზღვარი, ასევე გამორჩეულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს უმაღლესი სასულიერო განათლება. ამ სამი კანდიდატიდან უკვე გაფართოებულ საეკლესიო კრებაზე მოხდება სინოდის წევრების მიერ უშუალოდ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის არჩევა“, – განაცხადა დეკანოზმა დავითმა.კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ანდერძთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ დეკანოზმა დავითმა თქვა, რომ ცხრა წლის წინ უწმინდესმა და უნეტარესმა მოსაყდრედ მეუფე შიო გამოირჩია.„ეს ბრძანება უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ თავისი ხელით ფურცელზე დაწერა და წმინდა გიორგის დღესასწაულზე ამბიონიდან თავად წაიკითხა. მან  ასეთი სიტყვები დასძინა: „წმინდა გიორგიმ ინება, რომ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ჰყოლოდა მოსაყდრე“. ამის მიზეზი, როგორც თავად უწმინდესმა და უნეტარესმა ბრძანა, იყო ის, რომ ანდერძთან დაკავშირებით ზედმეტი შეკითხვები და გაუგებრობა არ გაჩენილიყო“, – აღნიშნა დეკანოზმა.

ბოლო სიახლეები